პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურაშინაგან საქმეთა სამინისტრო

პროკურატურამ ორ პირს მარნეულში თითქმის 1.9 მილიონი ლარის ღირებულების პირუტყვის თაღლითურად დაუფლებისთვის ბრალდება წარუდგინა. გამოძიების ცნობით, მათ მოქალაქეებს საქონელი საზღვარგარეთ გაყიდვის დაპირებით გამოართვეს, საფასური არ გადაუხადეს, სასამართლომ კი ბრალდებულებს პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
რუსთავი 2

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მარნეულის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლის მცხოვრებლებს შეუთანხმდნენ, შეეგროვებინათ მსხვილფეხა პირუტყვი, რომელსაც საზღვარგარეთ გაყიდიდნენ, ხოლო საფასურს რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხიდან გადაუხდიდნენ. ბრალდებულებმა მსხვილფეხა პირუტყვის საზღვარგარეთ გაყვანა განახორციელეს, თუმცა პირობა არ შეასრულეს და მოტყუებით დაეუფლენ 1 898 170 ლარად ღირებულ მსხვილფეხა პირუტყვს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობობრალდებულები მოტყუებით დაეუფლნენ თანასოფლელების კუთვნილ 1 470 170 ლარსა და 6 600 აშშ დოლარს - ქვემო ქართლის პოლიციამ 2 პირი დააკავა
  2. იმედინიუსისამთავრობოქვემო ქართლის პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავა
  3. ალიაოპოზიციურიდააკავეს 2 პირი, რომლებიც ნახევარ მილიონზე მეტს თაღლითურად დაუფლნენ
  4. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
  5. ინტერპრესნიუსინეიტრალურისაქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები