ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით თურქეთში იმყოფებოდა, სადაც მხარეებმა სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება და დანაშაულთან ერთობლივი ბრძოლის საკითხები განიხილეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდაპირველი არხი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.

შსს-ს ცნობით, დელეგაციას თურქეთის ეროვნული პოლიციის უფროსის მოადგილემ, სელჩუკ დოღუშმა უმასპინძლა.

„ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა ერთობლივი კომისიის რიგით მეთერთმეტე შეხვედრა. კომისია „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ 1994 წლის შეთანხმების საფუძველზე, მონაცვლეობით საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკაში იკრიბება.

მხარეებმა სამართალდაცვით სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, ასევე მიმდინარე და დაგეგმილი ერთობლივი ღონისძიებები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოთქვეს მზაობა, გააგრძელონ აქტიური თანამშრომლობა და ერთობლივი ძალისხმევით ხელი შეუწყონ არსებული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებას.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, აჭარის პოლიციის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელი პირები. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის წარმომადგენელი“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა ერთობლივი კომისიის რიგით მეთერთმეტე შეხვედრა. კომისია „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ 1994 წლის შეთანხმების საფუძველზე, მონაცვლეობით საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკაში იკრიბება. მხარეებმა სამართალდაცვით სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, ასევე მიმდინარე და დაგეგმილი ერთობლივი ღონისძიებები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოთქვეს მზაობა, გააგრძელონ აქტიური თანამშრომლობა და ერთობლივი ძალისხმევით ხელი შეუწყონ არსებული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებას. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, აჭარის პოლიციის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელი პირები. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის წარმომადგენელი“
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
პორტუგალიის ქალაქ პორტოში საპროტესტო აქციის დაშლისას პოლიციასა და დემონტრანტებს შორის შეტაკება მოხდაწაიკითხე

უახლესი ამბები