ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დონალდ ტუსკი უკრაინაზე - ჩვენ მეგობრები ვართ, რომლებსაც რთულ დროს ერთმანეთის იმედი შეუძლიათ ჰქონდეთ და ამას ვერავინ ვერასდროს შეცვლის

ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტუსკს შეხვდა, სადაც რუსული დარტყმებისგან თავდაცვის გაძლიერება და სანქციები განიხილეს. ტუსკმა განაცხადა, რომ ისინი მეგობრები არიან, რომელთაც რთულ დროს ერთმანეთის იმედი აქვთ.

დონალდ ტუსკი უკრაინაზე - ჩვენ მეგობრები ვართ, რომლებსაც რთულ დროს ერთმანეთის იმედი შეუძლიათ ჰქონდეთ და ამას ვერავინ ვერასდროს შეცვლის
დონალდ ტუსკი უკრაინაზე - ჩვენ მეგობრები ვართ, რომლებსაც რთულ დროს ერთმანეთის იმედი შეუძლიათ ჰქონდეთ და ამას ვერავინ ვერასდროს შეცვლისინტერპრესნიუსი

შევხვდი პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, დონალდ ტუსკს. დეტალურად განვიხილეთ ყველა არსებული საფრთხე და ის ნაბიჯები, რომლებიც რუსული დარტყმების წინააღმდეგ ჩვენი თავდაცვის გაძლიერებას შეუწყობს ხელს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, პოლონეთის პრემიერი კარგადაა ინფორმირებული რუსეთის დარტყმებთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე და იმაზე, თუ როგორ მძაფრდება ეს სიტუაცია ყოველდღიურად.

“რუსები თითქმის განუწყვეტლივ იყენებენ „შაჰედებს“. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლონეთი გვეხმარება ამ თავდასხმებისგან თავდაცვაში. დეტალურად განვიხილეთ ყველა არსებული საფრთხე და ის ნაბიჯები, რომლებიც რუსული დარტყმების წინააღმდეგ ჩვენი თავდაცვის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ასევე, მადლობა გადავუხადე დონალდს სანქციებთან დაკავშირებით მისი მკაფიო და პრინციპული პოზიციისთვის: არ უნდა გადაიდგას არცერთი ნაბიჯი, რომელიც რუსეთს ამ ომის გაგრძელებაში დაეხმარება”, - აცხადებს ზელენსკი.

თავის მხრივ, დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ პოლონეთი და უკრაინა არა მხოლოდ მეზობელი ქვეყნები არიან, არამედ მეგობრებიც, რომლებსაც ერთმანეთის იმედი რთულ დროსაც შეუძლიათ ჰქონდეს.

“ჩვენ მხოლოდ მეზობლები არ ვართ. ჩვენ მეგობრები ვართ, რომლებსაც რთულ დროს შეუძლიათ ერთმანეთის იმედი ჰქონდეთ და ამას ვერავინ ვერასდროს შეცვლის”, - აცხადებს დონალდ ტუსკი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რუსები თითქმის განუწყვეტლივ იყენებენ „შაჰედებს“. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლონეთი გვეხმარება ამ თავდასხმებისგან თავდაცვაში. დეტალურად განვიხილეთ ყველა არსებული საფრთხე და ის ნაბიჯები, რომლებიც რუსული დარტყმების წინააღმდეგ ჩვენი თავდაცვის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ასევე, მადლობა გადავუხადე დონალდს სანქციებთან დაკავშირებით მისი მკაფიო და პრინციპული პოზიციისთვის: არ უნდა გადაიდგას არცერთი ნაბიჯი, რომელიც რუსეთს ამ ომის გაგრძელებაში დაეხმარება“
„ჩვენ მხოლოდ მეზობლები არ ვართ. ჩვენ მეგობრები ვართ, რომლებსაც რთულ დროს შეუძლიათ ერთმანეთის იმედი ჰქონდეთ და ამას ვერავინ ვერასდროს შეცვლის“
დონალდ ტუსკი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მარჩინ როსოლოვსკი: “სწორედ პოლონეთში და არა საქართველოში, თავისუფლად დადის მმართველი პარტიის ყოფილი აქტივისტი, რომელსაც რამდენიმე წლით პატიმრობა აქვს მისჯილი პედოფილიისთვის და გენერალური პროკურორი აფრთხილებს მედიას, არ გაბედონ მისი კრიმინალად მოხსენიება”წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები