ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვოლოდიმირ ზელენსკი - ემანუელ მაკრონთან განვიხილეთ გამოწვევები, რომლებიც უკავშირდება რუსულ ნავთობპროდუქტებზე სანქციების შემსუბუქებას

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრისას განიხილა რუსულ ნავთობპროდუქტებზე სანქციების შემსუბუქებით გამოწვეული გამოწვევები და უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის დამატებითი პაკეტების საჭიროება.

ვოლოდიმირ ზელენსკი - ემანუელ მაკრონთან განვიხილეთ გამოწვევები, რომლებიც უკავშირდება რუსულ ნავთობპროდუქტებზე სანქციების შემსუბუქებას
ვოლოდიმირ ზელენსკი - ემანუელ მაკრონთან განვიხილეთ გამოწვევები, რომლებიც უკავშირდება რუსულ ნავთობპროდუქტებზე სანქციების შემსუბუქებასინტერპრესნიუსი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ის გამოწვევები განიხილა, რომლებიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ რუსული დიზელის საწვავის ექსპორტზე სანქციების შემსუბუქების შედეგად წარმოიშვა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, საუბარი იმ დროს შედგა, როდესაც რუსეთი კიევს ბალისტიკური რაკეტებით უტევდა.

ზელენსკის განცხადებით, უკრაინისთვის დამატებითი საჰაერო თავდაცვის პაკეტების საჭიროება აშკარაა.

„სამწუხაროდ, ამ დღეებში სარაკეტო შეტევების საფრთხე კვლაც ნარჩუნდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია რუსეთზე ზეწოლის გაგრძელება და ერთობლივი გაბედული ნაბიჯების გადადგმა.

„განვიხილეთ გამოწვევები, რომლებიც უკავშირდება რუსულ ნავთობპროდუქტებზე სანქციების შემსუბუქებას. რუსებმა უნდა იგრძნონ, რომ მათ აღარ აქვთ ომის გახანგრძლივების შესაძლებლობა. კოორდინაციას ვახდენთ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით და ვამზადებთ შეხვედრებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სამწუხაროდ, ამ დღეებში სარაკეტო შეტევების საფრთხე კვლაც ნარჩუნდება“
„განვიხილეთ გამოწვევები, რომლებიც უკავშირდება რუსულ ნავთობპროდუქტებზე სანქციების შემსუბუქებას. რუსებმა უნდა იგრძნონ, რომ მათ აღარ აქვთ ომის გახანგრძლივების შესაძლებლობა. კოორდინაციას ვახდენთ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით და ვამზადებთ შეხვედრებს“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ზელენსკი: რუსეთთან დეესკალაციური შეთანხმების გარეშე სანქციების შესუსტება აშკარა სისუსტეაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები