ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი: „ფედერალური კანონები ავალდებულებს ფიზიკურ პირებს, დარეგისტრირდნენ უცხოელ

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა საზოგადოებას შეახსენა ფედერალური კანონების შესახებ, რომლებიც ავალდებულებს ფიზიკურ პირებს, დარეგისტრირდნენ უცხოელ აგენტებად, თუ ისინი უცხო ქვეყნის მთავრობის ან სუბიექტის მითითებით მოქმედებენ. დეპარტამენტის განცხადებით, რეგისტრაციის შეუსრულებლობამ შესაძლოა სამოქალაქო და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოიწვიოს.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი: „ფედერალური კანონები ავალდებულებს ფიზიკურ პირებს, დარეგისტრირდნენ უცხოელ
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი: „ფედერალური კანონები ავალდებულებს ფიზიკურ პირებს, დარეგისტრირდნენ უცხოელPOSTV

„იუსტიციის დეპარტამენტს სურს, საზოგადოებას შეახსენოს ფედერალური კანონების შესახებ, რომლებიც ავალდებულებს ფიზიკურ პირებს, დარეგისტრირდნენ უცხოელ აგენტებად, როდესაც ისინი შეერთებულ შტატებში უცხო ქვეყნის მთავრობის ან უცხოური სუბიექტის მითითებით ან კონტროლით მოქმედებენ“, – ნათქვამია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში.

ასეთი რეგისტრაციის შეუსრულებლობის შემთხვევაში მათ როგორც სამოქალაქო, ისე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

კანონიერი პროტესტი და დამოუკიდებელი ინტერესების დაცვა დაცული უფლებებია. თუმცა, თუ უცხო ქვეყნის მთავრობა ან უცხოელი სუბიექტი ფარულად წარმართავს, აკონტროლებს, აფინანსებს ან კოორდინაციას უწევს თქვენს საქმიანობას შეერთებულ შტატებში, შესაძლოა, ამოქმედდეს გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გამჟღავნების ფედერალური კანონები.

ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები.

გაეცანით თქვენს ვალდებულებებს FARA-სა და აშშ-ის სისხლის სამართლის კოდექსის 951-ე მუხლის შესაბამისად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.