ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი საზოგადოებას შეახსენებს, რომ უცხოელ აგენტად რეგისტრაციის წესის დარღვევა სამოქალაქო და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი საზოგადოებას ახსენებს, რომ უცხოელ აგენტად რეგისტრაციის წესის დარღვევა, მათ შორის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტისა“ (FARA) და აშშ-ის სისხლის სამართლის კოდექსის 951-ე მუხლის შეუსრულებლობა, სამოქალაქო და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, რაც შესაძლოა ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დასრულდეს.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი საზოგადოებას შეახსენებს, რომ უცხოელ აგენტად რეგისტრაციის წესის დარღვევა სამოქალაქო და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი საზოგადოებას შეახსენებს, რომ უცხოელ აგენტად რეგისტრაციის წესის დარღვევა სამოქალაქო და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებსინტერპრესნიუსი

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი საზოგადოებას შეახსენებს, რომ უცხოელ აგენტად რეგისტრაციის წესის დარღვევა სამოქალაქო და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, - ამის შესახებ დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„დეპარტამენტი კანონის უზენაესობის დაცვისა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთგულია, როგორც გარე, ისე შიდა მტრისგან. ის ამას ფედერალური კანონმდებლობის დამრღვევი პირების პასუხისგებაში მიცემის გზით ასრულებს. ასეთი ორი ფედერალური კანონია: „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (FARA) და აშშ-ის სისხლის სამართლის კოდექსის 951-ე მუხლი“, - ნათქვამია განცხადებაში.

იუსტიციის დეპარტამენტი, როგორც აშშ-ის, ისე უცხო ქვეყნების მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ფედერალური კანონები დაიცვან.

„თუ პირი უცხოური ძალის აგენტის სახით მოქმედებს ნებისმიერი საჯარო საქმიანობის განსახორციელებლად, მათ შორის საჯარო დემონსტრაციის მოწყობისთვის, რომლის მიზანიც უცხოური ძალის პროპაგანდის გავრცელებაა, ის უნდა დარეგისტრირდეს ან შესაბამის ფედერალურ ორგანოს შეატყობინოს. ამის შეუსრულებლობამ, შესაძლოა, სერიოზული სამოქალაქო ან სისხლისსამართლებრივი სასჯელი გამოიწვიოს, მათ შორის, ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: პირები უნდა დარეგისტრირდნენ უცხო ქვეყნის აგენტებად, თუ ისინი აშშ-ში უცხო ქვეყნის მთავრობის ან უცხოელი დამკვეთის მითითებით ან კონტროლის ქვეშ მოქმედებენ. ჩვენს ქვეყანაში კანონიერად ჩამოსულ სტუმრებს ყოველთვის მივესალმებით, თუმცა მათ ჩვენი კანონები უნდა დაიცვანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები