კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა: “იუსტიციის დეპარტამენტი არარეგისტრირებული აგენტების წინააღმდეგ ზომებს
ამერიკელი კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ უცხოური აგენტების შესახებ კანონმდებლობის შეხსენებას გამოეხმაურა. კონგრესმენის თქმით, იუსტიციის დეპარტამენტი არარეგისტრირებული აგენტების წინააღმდეგ ზომებს ამკაცრებს, ხოლო მისი ახალი კანონპროექტი „ფარას“ კანონში ცვლილებას შეიტანს, რათა მისი მოქმედება ინფლუენსერებზეც გავრცელდეს.

ამერიკელი კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მიერ საზოგადოებისთვის შეხსენებას იმ ფედერალური კანონმდებლობის შესახებ, რომელიც ავალდებულებს ფიზიკურ პირებს უცხოურ აგენტებად რეგისტრაციას, როდესაც ისინი აშშ-ის ტერიტორიაზე უცხოური მთავრობის ან უცხოური სუბიექტის მითითებითა თუ კონტროლით მოქმედებენ.
„იუსტიციის დეპარტამენტი არარეგისტრირებული აგენტების წინააღმდეგ ზომებს ამკაცრებს. ჩემი ახალი კანონპროექტი „ფარას“ კანონში ცვლილებას შეიტანს, რათა გავრცელდეს მისი მოქმედება ინფულენსერებზე, მაქსიმალური ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით ონლაინ სივრცეში“, – წერს რესპუბლიკელი კონგრესმენი.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ „თუ უცხოური მთავრობა ან უცხოური სუბიექტი ფარულად წარმართავს, აკონტროლებს, აფინანსებს ან კოორდინაციას უწევს თქვენს საქმიანობას აშშ-ში, შეიძლება ამოქმედდეს გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გამჟღავნების ფედერალური კანონები“.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„იუსტიციის დეპარტამენტი არარეგისტრირებული აგენტების წინააღმდეგ ზომებს ამკაცრებს. ჩემი ახალი კანონპროექტი „ფარას“ კანონში ცვლილებას შეიტანს, რათა გავრცელდეს მისი მოქმედება ინფულენსერებზე, მაქსიმალური ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით ონლაინ სივრცეში“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…