ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ფინეთის პრემიერი: ტრამპის ბოლო ნაბიჯებს არანაირი ლოგიკა არ გააჩნია

ნატო

ფინეთის პრემიერ-მინისტრ პეტერი ორპოს განცხადებით, დონალდ ტრამპის ბოლო ნაბიჯებს, რომლებიც უკრაინის ომში რუსეთის სასარგებლოდ გადაიდგა, „არანაირი ლოგიკა არ გააჩნია“. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატოსთვის მთავარი საფრთხე რუსეთია და ვაშინგტონს მოუწოდა, არ დაივიწყოს თავისი ევროპელი მოკავშირეები.

ფინეთის პრემიერი: ტრამპის ბოლო ნაბიჯებს არანაირი ლოგიკა არ გააჩნია
ფინეთის პრემიერი: ტრამპის ბოლო ნაბიჯებს არანაირი ლოგიკა არ გააჩნიაიმედინიუსი

ფინეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერი ორპოს განცხადებით, დონალდ ტრამპის ბოლო ნაბიჯებს, რომლებიც უკრაინის ომში რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ გადაიდგა, „არანაირი ლოგიკა არ გააჩნია“.

მან აღნიშნა, რომ ამერიკამ არ უნდა დაივიწყოს, რომ მისი ნამდვილი მოკავშირეები ევროპაში იმყოფებიან.

გამოცემა POLITICO-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ფინეთის მთავრობის ხელმძღვანელმა შეაფასა ის შოკი და შეშფოთება, რაც უკრაინის მოკავშირეებში ტრამპის გადაწყვეტილებებმა გამოიწვია.

საუბარია ტრამპის მიერ ვლადიმირ პუტინთან დიზელის მიწოდების შეთანხმების გამოცხადებასა და გავრცელებულ ცნობებზე, რომელთა თანახმადაც, ვაშინგტონმა კიევს შეუზღუდა წვდომა იმ სამხედრო დაზვერვასა და ტექნოლოგიებზე, რომლებიც რუსული თავდასხმების მოგერიებისთვისაა საჭირო.

„ჩემი გზავნილი მისთვის [ტრამპისთვის] არის ის, რომ ჩვენ მოკავშირეები ვართ. ჩვენ ნატოში ვართ. და რა არის ნატოსთვის ყველაზე დიდი საფრთხე? ეს რუსეთია - სწორედ ამიტომ არ არის აქ არანაირი ლოგიკა. მე პასუხები არ მაქვს, მე ბევრი კითხვა მაქვს“, - განაცხადა ორპომ ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტის კულუარებში.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„არანაირი ლოგიკა არ გააჩნია“
პეტერი ორპო
„ჩემი გზავნილი მისთვის [ტრამპისთვის] არის ის, რომ ჩვენ მოკავშირეები ვართ. ჩვენ ნატოში ვართ. და რა არის ნატოსთვის ყველაზე დიდი საფრთხე? ეს რუსეთია - სწორედ ამიტომ არ არის აქ არანაირი ლოგიკა. მე პასუხები არ მაქვს, მე ბევრი კითხვა მაქვს“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ჩავიდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები