პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კირცხალია: ცრუ კაიას და ცრუ მარტას დაპირებები და მუქარები ღიმილის მომგვრელია ჩვენი გუნდისთვის და რაც ყველაზე მთავარია ჩვენი საზოგადოებისთვის

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ ევროპელი პოლიტიკოსების დაპირებები და მუქარები „ღიმილის მომგვრელია“, ხოლო საქართველოს გარეშე „შუა დერეფანსა“ და დაკავშირებადობაზე საუბარი გამორიცხულია.

ირაკლი კირცხალია: ცრუ კაიას და ცრუ მარტას დაპირებები და მუქარები ღიმილის მომგვრელია ჩვენი გუნდისთვის და რაც ყველაზე მთავარია ჩვენი საზოგადოებისთვის
რუსთავი 2

ცრუ კაიას და ცრუ მარტას დაპირებები და მუქარები ღიმილის მომგვრელია ჩვენი გუნდისთვის და რაც ყველაზე მთავარია ჩვენი საზოგადოებისთვის, - განაცხადა გადაცემაში "იმედი LIVE" საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ კაია კალასის განცხადებაზე საუბრისას.

მისივე თქმით, მათ თითოეულ განცხადებასა და რეზოლუციაში მხოლოდ და მხოლოდ ისმის უტიფარი მუქარა, შეურაცხმყოფელი განცხადებები.

"სწორედ ამ ცრუ კაიების და ცრუ მარტების დამსახურებაა სამწუხაროდ ის რეიტინგი, რომელიც საქართველოში აქვს ევროპას და ევროკავშირს, რადგან სრულიად აცდენილია იმ ფასეულობებს და იმ ღირებულებით პრინციპებს, რაზეც იდგა ევროკავშირი. ვხედავთ, რომ თავიანთ ქვეყანაში იმკიან იმ მმართველობის შედეგებს, რომელ მმართველობასაც სამწუხაროდ, ვხედავთ ჩვენც და ხედავს მთელი მსოფლიოც.

იმკიან პირველ რიგში ეკონომიკური კუთხით. დათვალეს გერმანიაში თუ რამდენ წუთში რამდენი საწარმო კოტრდება. დღეს ვისმენთ საფრანგეთიდან, რომ დეფოლტის პირას დგას“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ასევე ისაუბრა დაკავშირებადობის ფორუმებზე საქართველოს არ მიწვევის ფაქტზეც.

"სრულიად ლოგიკური კითხვა ისმებოდა საზოგადოებაში, მედიაში - რას აპირებთ, როდესაც ასეთ რიტორიკას ხედავთ?! გახსოვთ „შუა დერეფნის“ და დაკავშირებადობის ფორუმებზე არ მიწვევა ჩვენი და ჩვენი ქვეყნის გარეშე განხილვა. თუ როგორ ჰქონდა უსამშობლოთა აგენტურას აწეული ეს თემა. და რა თქმა უნდა ლეგიტიმურ კითხვას სვამდნენ ჟურნალისტები ჩვენთან - რატომ არ ხართ მიწვეული? ჩვენ ერთი მარტივი პასუხი გვქონდა, რომ ღიმილის მომგვრელია ეს ყველაფერი. იმიტომ, რომ გამორიცხულია შავი ზღვის ქვეყნებს ესაუბრო, „შუა დერეფანზე“ ისაუბრო, დაკავშირებადობაზე ისაუბრო და საქართველო არ მიიწვიო. აბა ჩაიხედონ რუკაში?!“, - განმარტა კირცხალიამ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოირაკლი კირცხალია: ცრუ კაიას და ცრუ მარტას დაპირებები და მუქარები ღიმილისმომგვრელია ჩვენი გუნდისთვის და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი საზოგადოებისთვის
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ირაკლი კირცხალია – ბრიუსელისგან როცა ვხედავთ კრიტიკას, ამას უნდა მოჰყვებოდეს დისკუსია, თუმცა საუბარში ვერ შემოდიან, ამიტომ ვისმენთ უტიფარ განცხადებებს, სწორედ ეს აყენებს ჩრდილს მათ რეპუტაციასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები