ირაკლი კირცხალია: ჩვენ პატარა სახელმწიფოს კომპლექსი არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს პრაგმატული პოლიტიკა, რაც ნიშნავს, შენ განსაზღვრო, რა შეგიძლია და როგორი დონის ჩარევა შეგიძლია
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, საქართველოს პატარა სახელმწიფოს კომპლექსი არ აქვს, ატარებს პრაგმატულ პოლიტიკას და მოვა დრო, როცა ქვეყნის გარეშე ვერაფერი ვეღარ მოხდება.

ჩვენ პატარა სახელმწიფოს კომპლექსი არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს პრაგმატული პოლიტიკა, პრაგმატული პოლიტიკა ნიშნავს შენ განსაზღვრო რა შეგიძლია და როგორი დონის ჩარევა შეგიძლია, - განაცხადა გადაცემაში "ღია ეთერი" საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.
მისივე თქმით, მოვა დრო, როცა საქართველოს გარეშე ვერაფერი ვეღარ მოხდება.
"ყველამ კარგად იცის ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა, ყველამ კარგად იცის შუა დერეფნის უმნიშვნელოვანესი როლი. იცით, ჩვენი ჩარევა რა არის ამ თავდასხმების დროს? ჩვენი სტრატეგიული დუმილი, ჩვენი სტრატეგიული ღიმილი, როცა სამიტებს და ფორუმებს მართავენ შავი ზღვის ეკონომიკური განვითარების ირგვლივ და პოლიტიკურ იგნორში ამყოფებენ ჩვენს ქვეყანას. მოვა დრო, როცა ყველაფერი ჩვენს გარეშე ვერ მოხდება. ეს არის ჩვენი ჩარევა იმ მოვლენებში, რაც ხდება მსოფლიოში და განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში", - აღნიშნა კირცხალიამ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„ყველამ კარგად იცის ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა, ყველამ კარგად იცის შუა დერეფნის უმნიშვნელოვანესი როლი. იცით, ჩვენი ჩარევა რა არის ამ თავდასხმების დროს? ჩვენი სტრატეგიული დუმილი, ჩვენი სტრატეგიული ღიმილი, როცა სამიტებს და ფორუმებს მართავენ შავი ზღვის ეკონომიკური განვითარების ირგვლივ და პოლიტიკურ იგნორში ამყოფებენ ჩვენს ქვეყანას. მოვა დრო, როცა ყველაფერი ჩვენს გარეშე ვერ მოხდება. ეს არის ჩვენი ჩარევა იმ მოვლენებში, რაც ხდება მსოფლიოში და განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…