ირაკლი კირცხალია: ძალიან რთულია, როდესაც ქართველებს ეტყვი, რომ თურმე იუსტიციის სახლში შეუძლია მივიდეს კაცი და გადაკეთდეს ქალად, ან პირიქით, როდესაც ეუბნები, რომ პოლიციელის, ადმინისტრაციული შენობების დაწვა, „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა, რევოლუციური სცენარები გამოხატვის თავისუფლებაა
ირაკლი კირცხალიას განცხადებით, კაია კალასის ცალმხრივი და უტიფარი განცხადებები ჩრდილს აყენებს ევროპულ ღირებულებებს; მან აღნიშნა, რომ ევროპელობა არ არის გაუმჭვირვალობა, ერთნაირსქესიანთა ქორწინება და ძალადობრივი სცენარების გამოხატვის თავისუფლებად გასაღება.

ძალიან რთულია, როდესაც ქართველებს ეტყვი, რომ თურმე იუსტიციის სახლში შეუძლია მივიდეს კაცი და გადაკეთდეს ქალად, ან პირიქით, როდესაც ეუბნები, რომ ეს არის ევროპელობა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება ხდებოდეს ჩვენს ქვეყანაში, რომ თურმე პოლიციელის, ადმინისტრაციული შენობების დაწვა, „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა, რევოლუციური სცენარები გამოხატვის თავისუფლებაა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ.
დეპუტატი კაია კალასის ბრიფინგს გამოეხმაურა, სადაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკა და მიღებული კანონები გააკრიტიკა.
„კრიტიკას ყოველთვის უნდა მოჰყვებოდეს ჯანსაღი დისკუსია, რომელსაც წლების განმავლობაში ვითხოვდით, სადაც ვერ შემოდიან. ძალიან რთულია, როდესაც ქართველებს ეტყვი, რომ თურმე გამჭვირვალეობის კანონი არ უნდა მიიღო, რომ გაუმჭვირვალობაზე გადის ევროპული გზა, რომ ლგბტქ+ კამპანიის აკრძალვა არაევროპულია, რომ თურმე იუსტიციის სახლში შეუძლია მივიდეს კაცი და გადაკეთდეს ქალად, ან პირიქით, როდესაც ეუბნები, რომ ეს არის ევროპელობა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება ხდებოდეს ჩვენს ქვეყანაში, რომ თურმე პოლიციელის, ადმინისტრაციული შენობების დაწვა, „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა, რევოლუციური სცენარები გამოხატვის თავისუფლებაა. ამიტომ ვისმენთ ერთის მხრივ ცალმხრივ, უტიფარ განცხადებებს, რაც ჩრდილს აყენებს მათ რეპუტაციას და იმ ღირებულებებს, რაზეც იდგა ევროპა“, - აღნიშნა კირცხალიამ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.