ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კირცხალია: ცრუ კაიას და ცრუ მარტას დაპირებები და მუქარები ღიმილისმომგვრელია ჩვენი გუნდისთვის და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი საზოგადოებისთვის

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ევროპელი ლიდერების მუქარებს „ღიმილისმომგვრელი“ უწოდა და საქართველოში ევროკავშირის რეიტინგის ვარდნა სწორედ მათ ქმედებებს დაუკავშირა.

ირაკლი კირცხალია: ცრუ კაიას და ცრუ მარტას დაპირებები და მუქარები ღიმილისმომგვრელია ჩვენი გუნდისთვის და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი საზოგადოებისთვის
ირაკლი კირცხალია: ცრუ კაიას და ცრუ მარტას დაპირებები და მუქარები ღიმილისმომგვრელია ჩვენი გუნდისთვის და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი საზოგადოებისთვისიმედინიუსი

ცრუ კაიას და ცრუ მარტას დაპირებები და მუქარები ღიმილისმომგვრელია ჩვენი გუნდისთვის და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი საზოგადოებისთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ კაია კალასის განცხადებაზე საუბრისას.

მისივე თქმით, მათ თითოეულ განცხადებასა და რეზოლუციაში მხოლოდ და მხოლოდ ისმის უტიფარი მუქარა, შეურაცხმყოფელი განცხადებები.

„სწორედ ამ ცრუ კაიების და ცრუ მარტების დამსახურებაა სამწუხაროდ ის რეიტინგი, რომელიც საქართველოში აქვს ევროპას და ევროკავშირს, რადგან სრულიად აცდენილია იმ ფასეულობებსა და ღირებულებით პრინციპებს, რაზეც იდგა ევროკავშირი. ვხედავთ, რომ თავიანთ ქვეყანაში იმკიან იმ მმართველობის შედეგებს, რომელ მმართველობასაც სამწუხაროდ ვხედავთ ჩვენც და ხედავს მთელი მსოფლიოც.

იმკიან პირველ რიგში ეკონომიკური კუთხით. დათვალეს გერმანიაში თუ რამდენ წუთში რამდენი საწარმო კოტრდება. დღეს ვისმენთ საფრანგეთიდან, რომ დეფოლტის პირას დგას“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ასევე ისაუბრა დაკავშირებადობის ფორუმებზე საქართველოს არმიწვევის ფაქტზეც.

„სრულიად ლოგიკური კითხვა ისმებოდა საზოგადოებაში, მედიაში - რას აპირებთ, როდესაც ასეთ რიტორიკას ხედავთ?!

გახსოვთ „შუა დერეფნის“ და დაკავშირებადობის ფორუმებზე არმიწვევა ჩვენი და ჩვენი ქვეყნის გარეშე განხილვა. თუ როგორ ჰქონდა უსამშობლოთა აგენტურას აწეული ეს თემა. და რა თქმა უნდა, ლეგიტიმურ კითხვას სვამდნენ ჟურნალისტები ჩვენთან - რატომ არ ხართ მიწვეული?

ჩვენ ერთი მარტივი პასუხი გვქონდა, რომ ღიმილისმომგვრელია ეს ყველაფერი. იმიტომ, რომ გამორიცხულია შავი ზღვის ქვეყნებს ესაუბრო, „შუა დერეფანზე“ ისაუბრო, დაკავშირებადობაზე ისაუბრო და საქართველო არ მიიწვიო. აბა ჩაიხედონ რუკაში?!“, - განმარტა კირცხალიამ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სწორედ ამ ცრუ კაიების და ცრუ მარტების დამსახურებაა სამწუხაროდ ის რეიტინგი, რომელიც საქართველოში აქვს ევროპას და ევროკავშირს, რადგან სრულიად აცდენილია იმ ფასეულობებსა და ღირებულებით პრინციპებს, რაზეც იდგა ევროკავშირი. ვხედავთ, რომ თავიანთ ქვეყანაში იმკიან იმ მმართველობის შედეგებს, რომელ მმართველობასაც სამწუხაროდ ვხედავთ ჩვენც და ხედავს მთელი მსოფლიოც. იმკიან პირველ რიგში ეკონომიკური კუთხით. დათვალეს გერმანიაში თუ რამდენ წუთში რამდენი საწარმო კოტრდება. დღეს ვისმენთ საფრანგეთიდან, რომ დეფოლტის პირას დგას“
ირაკლი კირცხალია
„სრულიად ლოგიკური კითხვა ისმებოდა საზოგადოებაში, მედიაში - რას აპირებთ, როდესაც ასეთ რიტორიკას ხედავთ?! გახსოვთ „შუა დერეფნის“ და დაკავშირებადობის ფორუმებზე არმიწვევა ჩვენი და ჩვენი ქვეყნის გარეშე განხილვა. თუ როგორ ჰქონდა უსამშობლოთა აგენტურას აწეული ეს თემა. და რა თქმა უნდა, ლეგიტიმურ კითხვას სვამდნენ ჟურნალისტები ჩვენთან - რატომ არ ხართ მიწვეული? ჩვენ ერთი მარტივი პასუხი გვქონდა, რომ ღიმილისმომგვრელია ეს ყველაფერი. იმიტომ, რომ გამორიცხულია შავი ზღვის ქვეყნებს ესაუბრო, „შუა დერეფანზე“ ისაუბრო, დაკავშირებადობაზე ისაუბრო და საქართველო არ მიიწვიო. აბა ჩაიხედონ რუკაში?!“
ირაკლი კირცხალია
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ირაკლი კირცხალია: ცრუ კაიას და ცრუ მარტას დაპირებები და მუქარები ღიმილის მომგვრელია ჩვენი გუნდისთვის და რაც ყველაზე მთავარია ჩვენი საზოგადოებისთვისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები