პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დაიჭერენ კახა კალაძესაც - ნიკა გვარამია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მამუკა მდინარაძეს, თიკა რუხაძესა და მოგვიანებით კახა კალაძესაც აუცილებლად დაიჭერენ. მისი თქმით, სისტემა ინგრევა და მსგავსი სერიები ვინმეს გარეთ დატოვებით არ სრულდება.

დაიჭერენ კახა კალაძესაც - ნიკა გვარამია
TV პირველი

„კოალიცია ცვლილების“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია დარწმუნებულია რომ სუს-ის ყოფილ ხელმძღვანელს, მამუკა მდინარაძეს და კულტურის ექს-მინისტრ თიკა რუხაძეს მალე დააკავებენ.

პოლიტიკოსი პროგნოზირებს, რომ მოგვიანებით, ხელბორკილებს დაადებენ კახა კალაძესაც.

მამუკა მდინარეძეს, ისევე როგორც თიკა რუხაძეს აუცილებად დაიჭერენ, ისევე როგორც მოგვიანებით -კახა კალაძეს. ასეთი სერიები ვინმეს გარეთ დატოვებით არ მთავრდება. ასე ინგრევა რეჟიმები და რომ ვლაპარაკობთ, რომ სისტემა ისევ ისეთი არის როგორიც ადრე, როგორ არის სისტემა ისევ ისეთი? - არარავინ აღარ დარჩა გარეთ, სისაც თუნდაც ჯერ კიდევ ერთი წლის წინ იცნობდით. არც კრიმინალი აღარ არის გარეთ, არც სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი, ახლა მეორეს მიაყოლებენ. მესამე- ანრი რაღაცაშვილი საერთოდ სად არის კაცმა არ იცის"- თქვა ნიკა გვარამიამ "რეაქციაში" სტუმრობისას.

ცნობისთვის, დავით ოქიტაშვილმა კულტურის ყოფილ მინისტრი, თიკა რუხაძე და სუს-ის ექს-შეფი, მამუკა მდინარაძე ფბ-ზე გავრცელებული პოსტით ამხილა. მისი თქმით, თიკა რუხაძე მას მამუკა მდინარაძის დავალებით ბლოკავდა ყველგან.

„მამუს სძულს ოქიტაშვილი და არ გაეკაროთ!“ - ესეც ხომ თქვენი სიტყვებია?!" - მიმართავს ოქიტაშვილი რუხაძეს.

დავით ოქიტაშვილს რუხაძისგან ასევე აინტერესებს, სად წაიღო პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული მილიონები.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურინიკა გვარამია - დავით ოქიტაშვილის განცხადება არის საზოგადოებრივი აზრის მომზადება მამუკა მდინარაძის და თინათინ რუხაძის დასაჭერად, ვინც მართლა კორუმპირებულია - იქნება სხვა დაჭერებიც უახლოეს მომავალში
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"მამუს სძულს ოქიტაშვილი და არ გაეკაროთ" - თიკა რუხაძეს და მამუკა მდინარაძეს დათო ოქიტაშვილი ამხელსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები