ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნიკა გვარამია - დავით ოქიტაშვილის განცხადება არის საზოგადოებრივი აზრის მომზადება მამუკა მდინარაძის და თინათინ რუხაძის დასაჭერად, ვინც მართლა კორუმპირებულია - იქნება სხვა დაჭერებიც უახლოეს მომავალში

ქართული ოცნებასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურირუსთავი 2

ნიკა გვარამია ამტკიცებს, რომ დავით ოქიტაშვილის განცხადებები მამუკა მდინარაძისა და თინათინ რუხაძის დასაჭერად საზოგადოებრივი აზრის მომზადებაა და ის ბიძინა ივანიშვილის მიერაა დაკვეთილი. მისი თქმით, უახლოეს მომავალში სხვა დაჭერებიც იქნება.

ნიკა გვარამია - დავით ოქიტაშვილის განცხადება არის საზოგადოებრივი აზრის მომზადება მამუკა მდინარაძის და თინათინ რუხაძის დასაჭერად, ვინც მართლა კორუმპირებულია - იქნება სხვა დაჭერებიც უახლოეს მომავალში
ნიკა გვარამია - დავით ოქიტაშვილის განცხადება არის საზოგადოებრივი აზრის მომზადება მამუკა მდინარაძის და თინათინ რუხაძის დასაჭერად, ვინც მართლა კორუმპირებულია - იქნება სხვა დაჭერებიც უახლოეს მომავალშიინტერპრესნიუსი

დავით ოქიტაშვილის განცხადება არის საზოგადოებრივი აზრის მომზადება ამ ორი ადამიანის დასაკავებლად, ვგულისხმობ მამუკა მდინარაძეს და თინათინ რუხაძეს, ვინც მართლა კორუმპირებულია - იქნება სხვა დაჭერებიც, მათ შორის უახლოეს მომავალში, ვის ვგულისხმობ, ამას ვნახავთ ყველა,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ნიკა გვარამიას თქმით, „ქართული ოცნების“ მსჯავრდებული ლიდერების ჩამონათვალს მდინარაძე-რუხაძე შესაძლოა „ერთმნიშვნელოვნად შეემატოს".

„დავით ოქიტაშვილი შეიძლება ასე ფიქრობს მართლა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მისი განცხადებები რომ ნებადართული არ იყოს ბიძინა ივანიშვილის მხრიდან და მეტიც, დაკვეთილი არ იყოს ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, ეს განცხადებები არ იარსებებდა. ეს არის პროცესის გახსნა, საზოგადოებრივი აზრის მომზადება იმისთვის, რომ ეს ხალხი დაიჭირონ. მე საერთოდ არ მაინტერესებს მათი შიდა გარჩევები, ნამდვილად მჯერა, რომ ეს ორი ადამიანი კორუმპირებულია, მაგრამ მათზე უფრო კორუმპირებული ივანიშვილი რომ დაიჭერს, ჩემთვის ამით არაფერი შეიცვლება. უნდა წავიდეს ყველა. ჩვენი აქციის მთავარ სლოგანს შეგახსენებთ - "საქართველო ივანიშვილის გარეშე". ეს ავტომატურად გულისხმობს რუხაძის , მდინარაძის, კობახიძის და ყველა დანარჩენის გარეშე, მათი სახელია „ლეგიონი”,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისი თქმით, სუს-ის ყოფილი უფროსის მამუკა მდინარაძის და კულტურის ყოფილი მინისტრის თინათინ რუხაძის „კორუმპირებულობაში ორი აზრი არ არსებობს".

„ამაში ორი აზრი არ არსებობს და იხილეთ არამხოლოდ პატრიარქის დაკრძალვიდან მოპარული ფული, არამედ ბევრად უფრო მეტი, რომელიც მოიპარეს მაგალითად, ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის ე.წ. მეგა პროექტების მეშვეობით. ცხადია, ამას ოქიტაშვილი დაკვეთით აკეთებს. ასევე შეგახსენებთ, რომ მარტო ოქიტაშვილი არ არის. ეს არის "ქართული ოცნების" ყველა მოლაპარაკე თავი, შეიძლება ასე ითქვას - ყველა მათი "ტროლი", რეალური ადამიანები, რომლებიც "ტროლებად" მუშაობენ“,- განაცხადა გვარამიამ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ამაში ორი აზრი არ არსებობს და იხილეთ არამხოლოდ პატრიარქის დაკრძალვიდან მოპარული ფული, არამედ ბევრად უფრო მეტი, რომელიც მოიპარეს მაგალითად, ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის ე.წ. მეგა პროექტების მეშვეობით. ცხადია, ამას ოქიტაშვილი დაკვეთით აკეთებს. ასევე შეგახსენებთ, რომ მარტო ოქიტაშვილი არ არის. ეს არის "ქართული ოცნების" ყველა მოლაპარაკე თავი, შეიძლება ასე ითქვას - ყველა მათი "ტროლი", რეალური ადამიანები, რომლებიც "ტროლებად" მუშაობენ“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დაიჭერენ კახა კალაძესაც - ნიკა გვარამიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები