პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"მიცვალებულის თანხას რომ მოიპარავ, დასაჭერი კი არა დასახვრეტი ხარ" - ოქიტაშვილი თიკა რუხაძეზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი კულტურის ყოფილი მინისტრის, თიკა რუხაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს და აცხადებს: „მიცვალებულის თანხას რომ მოიპარავ, დასაჭერი კი არა დასახვრეტი ხარ“. საქმე პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ხარჯებს ეხება.

"მიცვალებულის თანხას რომ მოიპარავ, დასაჭერი კი არა დასახვრეტი ხარ" - ოქიტაშვილი თიკა რუხაძეზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
TV პირველი

საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი, დავით ოქიტაშვილი კულტურის ყოფილი მინისტრის, თიკა რუხაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს.

საქმე ეხება პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებულ თანხებს.

"მიცვალებულის თანხას რომ მოიპარავ, დასაჭერი კი არა დასახვრეტი ხარ" - აცხადებს "პირელებთან" დავით ოქიტაშვილი.

მისი თქმით, თიკა რუხაძე კულტურის მინისტრის პოსტზე ყოფნის დროს მუდამ "მამუკა მდინარაძის სახელით ბლატაობდა".

უწმინდესიც რომ არ იყოს, მიცვალებულის თანხას რომ მოიპარავ, დასაჭერი კი არა დასახვრეტი ხარ. თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა. "ფეხებს მომჭამთ ჭირში, მამუს დავურეკავ", - ასე ამბობდა. ზოგი ეკითებოდა - მამუ ვინ არის. ასე რომ დაველოდოთ გამოძიებას, მე არასოდეს არ დავმალულვარ, დამიბარონ სადაც უნდათ და მე მივალ, პრობლემა არ მაქვს. მარტო მე რომ ვითხოვდე კიდე ხომ, მთელი საქართველოს მოსახლეობა ითხოვს. როცა ადამიანთა ჯგუფს აბრალებენ ამხელა ცოდვას, მე გამოვაქვეყნებდი ხარჯთაღრიცხვას".- აცხადებს "პირველებთან" დავით ოქიტაშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
ოპოზიციური 5
  1. TV პირველიოპოზიციური"მამუს სძულს ოქიტაშვილი და არ გაეკაროთ" - თიკა რუხაძეს და მამუკა მდინარაძეს დათო ოქიტაშვილი ამხელს
  2. ალიაოპოზიციური“დადგა დრო, საჯაროდ ვთქვა ის, რაზეც ბოლო დროს დუმილს ვამჯობინებდი” – დავით ოქიტაშვილი
  3. Facebookდათო ოქიტაშვილი: მე აღარ ვაპირებ დუმილს! ეს არ არის პირადი დაპირისპირების სურვილი. ეს არის კითხვები, რომლებზეც პასუხებს საქართველო ელოდება!
  4. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიგასაჯაროვდეს პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებზე სრული ინფორმაცია - ოქიტაშვილი, კულტურის პალატის პრეზიდენტი
  5. TV პირველიოპოზიციურიშარმანაშვილი ამბობს, რომ ოქიტაშვილის განცხადებას შემდეგ პროკურატურა თიკა რუხაძით უნდა დაინტერესდეს
  6. ალიაოპოზიციური“მსგავსი უკულტურო კულტურის მინისტრი საქართველოს არ ახსოვს” – ოქიტაშვილი თიკა რუხაძეზე
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მამა შალვა კეკელია ისევ თიკა რუხაძეს აქებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები