შარმანაშვილი ამბობს, რომ ოქიტაშვილის განცხადებას შემდეგ პროკურატურა თიკა რუხაძით უნდა დაინტერესდეს
„ოცნების“ წევრ თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, დავით ოქიტაშვილის ბრალდებების შემდეგ საქართველოს პროკურატურა კულტურის ყოფილი მინისტრით, თიკა რუხაძით უნდა დაინტერესდეს და საქმის გარემოებები შეამოწმოს.

"ოცნების" წევრი, თენგიზ შარმანაშვილი ამბობს, რომ დავით ოქიტაშვილის განცხადების შემდეგ საქართველოს პროკურატურა კულტურის ყოფილი მინისტრით, თიკა რუხაძის უნდა დაინტერესდეს.
შარმანაშვილის თქმით, ჯერ პორკურატურამ უნდა გამოკითხოს დავით ოქიტაშვილი და მისგან უნდა მოისმინოს არგუმენტები და ბრალდებები, რაც მას ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ აქვს.
მთავარია ახლა რა კითხვები ექნება საქართველოს პროკურატურას, რადგან ამ განცხადებას შემდეგ პროკურატურა ვალდებულია შეამოწმოს, დაუძახოს ამ ოქიტაშვილსაც, ჰკითხოს, რა არგუმენტები გააჩნია მას და თუ ეს არგუმენტები წონადი იქნება, საქართველოს პროკურატურა ქალბატონ თიკა რუხაძესაც ჰკითხავს ამ ყველაფერს, ასე რომ მდინარაძესაც, შარმანაშვილსა, პეტრიაშილსაც ჰკითხავს, თუ რამე საფუძველი იქნება, ხოდა ასეც უნდა მოიქცეს. ასე რომ დაველოდოთ სამართლებრივ პროცედურას. თუ ვინმეს გააჩნია რაიმე მასალა, რომელიც ვინმეს კანონდარღვევაზე ან დანაშაულზე მეტყველებს, ეს ღიად არ უნდა დარჩეს. მე ამის მომხრე ვიქნებოდი მათ შორის ჩემს თავზე, თუ ვინმეს ასეთი კითხვა გაუჩნდებოდა". - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი, დავით ოქიტაშვილი კულტურის ყოფილ მინისტრს, თიკა ურხაძეს და სუს-ის ექს-შეფს, მამუკა მდინარაძეს ამხელს.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში ოქიტაშვილი წერს, რომ თიკა რუხაძე მას მამუკა მდინარაძის დავალებით ბლოკავდა ყველგან.
„მამუს სძულს ოქიტაშვილი და არ გაეკაროთ!“ - ესეც ხომ თქვენი სიტყვებია?!" - მიმართავს ოქიტაშვილი რუხაძეს.
დავით ოქიტაშვილს რუხაძისგან ასევე აინტერესებს, სად წაიღო პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული მილიონები.
"საჯაროდ მივმართავ საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, შეისწავლონ და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადონ პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების სრული ინფორმაცია", - წერს ოქიტაშვილი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატია"მამუს სძულს ოქიტაშვილი და არ გაეკაროთ" - თიკა რუხაძეს და მამუკა მდინარაძეს დათო ოქიტაშვილი ამხელს
“დადგა დრო, საჯაროდ ვთქვა ის, რაზეც ბოლო დროს დუმილს ვამჯობინებდი” – დავით ოქიტაშვილი
- დათო ოქიტაშვილი: მე აღარ ვაპირებ დუმილს! ეს არ არის პირადი დაპირისპირების სურვილი. ეს არის კითხვები, რომლებზეც პასუხებს საქართველო ელოდება!
გასაჯაროვდეს პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებზე სრული ინფორმაცია - ოქიტაშვილი, კულტურის პალატის პრეზიდენტი
"მიცვალებულის თანხას რომ მოიპარავ, დასაჭერი კი არა დასახვრეტი ხარ" - ოქიტაშვილი თიკა რუხაძეზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
“მსგავსი უკულტურო კულტურის მინისტრი საქართველოს არ ახსოვს” – ოქიტაშვილი თიკა რუხაძეზე
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…