პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი: „დადგა დრო, შეიქმნას უცხოური ჩარევისა და დაფინანსების რეგულირების საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც სუვერენიტეტსა და ანგარიშვალდებულებას დაეფუძნება“

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დადგა დრო, შეიქმნას უცხოური ჩარევისა და დაფინანსების რეგულირების საერთაშორისო სტანდარტი. პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ ფარული უცხოური დაფინანსება დემოკრატიისა და სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრის ყველაზე დამაზიანებელი საშუალებაა.

შალვა პაპუაშვილი: „დადგა დრო, შეიქმნას უცხოური ჩარევისა და დაფინანსების რეგულირების საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც სუვერენიტეტსა და ანგარიშვალდებულებას დაეფუძნება“
POSTV

„დემოკრატიული მედეგობა ერთი მარტივი ჭეშმარიტებით იწყება: დემოკრატია, რომელიც არ არის ანგარიშვალდებული საკუთარი მოქალაქეების წინაშე ან არ მოქმედებს საკუთარი ეროვნული ინტერესების შესაბამისად, ნებისმიერი საფრთხის გამოჩენამდე, უკვე სუსტ პოზიციაში იმყოფება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რომში ევროპის საბჭოს პარლამენტის თავმჯდომარეთა ევროპული კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

„ჰიბრიდული საფრთხეები, მათ შორის დეზინფორმაცია, კიბერშეტევა, ფარული დაფინანსება და უცხოური ჩარევა, იშვიათად მოქმედებს ცალ-ცალკე. ისინი ერთმანეთს აძლიერებს; მათ მიზანში ჰყავთ ამოღებული ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და გადაწყვეტილებების სანდოობა.

ამ ინსტრუმენტებს შორის ყველაზე ფართოდ გავრცელებული და მძიმე შედეგების მომტანია უცხოური ინფორმაციული მანიპულაცია და ჩარევა (FIMI). ის, როგორც წესი, კოორდინირებული დეზინფორმაციული კამპანიების სახით გვევლინება, რომლებიც განსაკუთრებით არჩევნების ან პოლიტიკური არასტაბილურობის დროს აქტიურდება.

საქართველოში, ორი წლის წინ, არჩევნებზე ყველაზე თანამედროვე ტექნიკური თავდაცვითი მექანიზმების არსებობის მიუხედავად, დეზინფორმაციამ და საარჩევნო დარღვევების შესახებ ცრუ ბრალდებებმა პოლარიზაცია გააღრმავა და არჩევნების საკითხის გარშემო არეულობას შეუწყო ხელი.

უცხოეთიდან დაფინანსებული ზოგიერთი ჯგუფი თავად საარჩევნო პროცესის სამართლიანობისა და ლეგიტიმურობის მიმართ საზოგადოების ნდობის შესუსტებას ცდილობდა. ეს ნათლად გვახსენებს, რომ საინფორმაციო სივრცეში მედეგობა, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს სახელმწიფო სუვერენიტეტისა და, შესაბამისად, დემოკრატიული პროცესების დასაცავად.

ფარული უცხოური დაფინანსება განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, რადგან ის, ხშირად დემოკრატიისა და სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრის ყველაზე ნაკლებად ხილული და ყველაზე დამაზიანებელი საშუალებაა. როდესაც გარე აქტორები კონკრეტულ შიდა პოლიტიკურ ძალებს აფინანსებენ, ისინი არსებულ განსხვავებებს აღრმავებენ და ჩვეულებრივ პოლიტიკურ განხილვას საკუთარი სასურველი ხედვის გატარებისა და პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავების იარაღად აქცევენ.

სახელმწიფოთა მზარდი რაოდენობა, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც ოდესღაც სხვაგან ამგვარ კანონმდებლობას აკრიტიკებდნენ, ახლა თავად უპირისპირდება ამ რისკებს: ავსტრალია, კანადა, საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო, შეერთებული შტატები და მრავალი სხვა ქვეყანა ამკაცრებს გამჭვირვალობისა და უცხოური დაფინანსების მარეგულირებელ კანონმდებლობას. ეს კანონმდებლობა თავდაცვითი დემოკრატიის უზრუნველყოფისა და დემოკრატიული მედეგობის გაძლიერების მნიშვნელოვან ინსტრუმენტად იქცა.

უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა დემოკრატიული ღირებულებებიდან გადახვევა კი არა, პირიქით, მათი დაცვის საშუალებაა. პრინციპი ასეთია: ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულ მთავრობას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია იმ ფულისა და გავლენის შესახებ, რომლებიც ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში ხვდება. ჩარევა იშვიათად არის ცალმხრივი.

ბევრი სახელმწიფო, რომლებიც საერთაშორისო წესრიგის რღვევას გმობენ, ამავდროულად, სხვა ქვეყნების შიდა საქმეებზე გავლენის მოხდენას ცდილობენ. ეროვნული პარლამენტები ამ გამოწვევას იზოლირებულად არ უნდა უმკლავდებოდნენ.

ევროპის საბჭოს ბოლოდროინდელი საქმიანობა, მათ შორის, უცხოური ჩარევის შესახებ რეზოლუცია, დემოკრატიისა და არჩევნების დაცვის საკითხებზე მიმდინარე დისკუსიები, უკვე ქმნის კარგ საფუძველს.

უცხოური ჩარევა სახიფათოა სუვერენიტეტისა და დემოკრატიისთვის, მიუხედავად იმისა, ვის მიერ ხორციელდება – მტრული თუ არამტრული აქტორის მიერ.

უცხოური ჩარევა თავისთავად მტრული ქმედებაა, რადგან მისი მიზანი ხალხის თავისუფლებისა და დემოკრატიის შეზღუდვაა. შესაბამისად, იგი მტრულ ქმედებად რჩება, იმის მიუხედავად, მტრისგან მომდინარეობს თუ დაუძინებელი მეგობრისგან.

ამ მოჯადოებული წრიდან გამოსვლის ერთადერთი გზა საერთო საერთაშორისო სტანდარტის შემუშავებაა. დადგა დრო, შეიქმნას უცხოური ჩარევისა და დაფინანსების გამჭვირვალობისა და რეგულირების სტანდარტი, რომელიც სუვერენიტეტს, ანგარიშვალდებულებასა და თანხმობას დაეფუძნება.

მხოლოდ მედეგი და ანგარიშვალდებული დემოკრატიები, რომლებიც საერთო წესებით მოქმედებენ, შეძლებენ ჰიბრიდულ საფრთხეებთან სათანადო გამკლავებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 6
  1. რუსთავი 2სამთავრობოშალვა პაპუაშვილი: დადგა დრო, შეიქმნას უცხოური ჩარევისა და დაფინანსების რეგულირების საერთაშირისო სტანდარტი, რომელიც სუვერენიტეტსა და ანგარიშვალდებულებას დაეფუძნება
  2. იმედინიუსისამთავრობოშალვა პაპუაშვილი: ჰიბრიდული საფრთხეები, მათ შორის დეზინფორმაცია, უცხოური ჩარევა და დაფინანსება, იშვიათად მოქმედებენ ცალ-ცალკე. ისინი ერთმანეთს აძლიერებენ და აქვთ ერთი სამიზნე - ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და გადაწყვეტილებების სანდოობა
  3. პირველი არხისამთავრობოშალვა პაპუაშვილი – დადგა დრო, შეიქმნას უცხოური ჩარევისა და დაფინანსების რეგულირების საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც დაეფუძნება სუვერენიტეტსა და ანგარიშვალდებულებას
  4. იმედინიუსისამთავრობოშალვა პაპუაშვილი: უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა დემოკრატიული ღირებულებებიდან გადახვევა კი არა, მათი დაცვის საშუალებაა - ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულ მთავრობას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია იმ ფულისა და გავლენის შესახებ, რომლებიც ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში ხვდება
  5. იმედინიუსისამთავრობოშალვა პაპუაშვილი: უცხოური ჩარევა სახიფათოა სუვერენიტეტისა და დემოკრატიისთვის, მიუხედავად იმისა, მტრული თუ არამტრული აქტორის მიერ ხორციელდება. უცხოური ჩარევა თავისთავად მტრული ქმედებაა, რადგან მისი მიზანი ხალხის თავისუფლებისა და დემოკრატიის შეზღუდვაა
  6. რუსთავი 2სამთავრობოპარლამენტის თავმჯდომარე PACE-ს კონფერენციაზე - რა საკითხებზე გაამახვილა პაპუაშვილმა ყურადღება და რა შეხვედრები ჰქონდა საპარლამენტო დელეგაციას
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დემოკრატიული მედეგობა ერთი მარტივი ჭეშმარიტებით იწყება: დემოკრატია, რომელიც არ არის ანგარიშვალდებული საკუთარი მოქალაქეების წინაშე ან არ მოქმედებს საკუთარი ეროვნული ინტერესების შესაბამისად, ნებისმიერი საფრთხის გამოჩენამდე, უკვე სუსტ პოზიციაში იმყოფება“
შალვა პაპუაშვილი
„ჰიბრიდული საფრთხეები, მათ შორის დეზინფორმაცია, კიბერშეტევა, ფარული დაფინანსება და უცხოური ჩარევა, იშვიათად მოქმედებს ცალ-ცალკე. ისინი ერთმანეთს აძლიერებს; მათ მიზანში ჰყავთ ამოღებული ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და გადაწყვეტილებების სანდოობა. ამ ინსტრუმენტებს შორის ყველაზე ფართოდ გავრცელებული და მძიმე შედეგების მომტანია უცხოური ინფორმაციული მანიპულაცია და ჩარევა (FIMI). ის, როგორც წესი, კოორდინირებული დეზინფორმაციული კამპანიების სახით გვევლინება, რომლებიც განსაკუთრებით არჩევნების ან პოლიტიკური არასტაბილურობის დროს აქტიურდება. საქართველოში, ორი წლის წინ, არჩევნებზე ყველაზე თანამედროვე ტექნიკური თავდაცვითი მექანიზმების არსებობის მიუხედავად, დეზინფორმაციამ და საარჩევნო დარღვევების შესახებ ცრუ ბრალდებებმა პოლარიზაცია გააღრმავა და არჩევნების საკითხის გარშემო არეულობას შეუწყო ხელი. უცხოეთიდან დაფინანსებული ზოგიერთი ჯგუფი თავად საარჩევნო პროცესის სამართლიანობისა და ლეგიტიმურობის მიმართ საზოგადოების ნდობის შესუსტებას ცდილობდა. ეს ნათლად გვახსენებს, რომ საინფორმაციო სივრცეში მედეგობა, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს სახელმწიფო სუვერენიტეტისა და, შესაბამისად, დემოკრატიული პროცესების დასაცავად. ფარული უცხოური დაფინანსება განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, რადგან ის, ხშირად დემოკრატიისა და სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრის ყველაზე ნაკლებად ხილული და ყველაზე დამაზიანებელი საშუალებაა. როდესაც გარე აქტორები კონკრეტულ შიდა პოლიტიკურ ძალებს აფინანსებენ, ისინი არსებულ განსხვავებებს აღრმავებენ და ჩვეულებრივ პოლიტიკურ განხილვას საკუთარი სასურველი ხედვის გატარებისა და პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავების იარაღად აქცევენ. სახელმწიფოთა მზარდი რაოდენობა, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც ოდესღაც სხვაგან ამგვარ კანონმდებლობას აკრიტიკებდნენ, ახლა თავად უპირისპირდება ამ რისკებს: ავსტრალია, კანადა, საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო, შეერთებული შტატები და მრავალი სხვა ქვეყანა ამკაცრებს გამჭვირვალობისა და უცხოური დაფინანსების მარეგულირებელ კანონმდებლობას. ეს კანონმდებლობა თავდაცვითი დემოკრატიის უზრუნველყოფისა და დემოკრატიული მედეგობის გაძლიერების მნიშვნელოვან ინსტრუმენტად იქცა. უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა დემოკრატიული ღირებულებებიდან გადახვევა კი არა, პირიქით, მათი დაცვის საშუალებაა. პრინციპი ასეთია: ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულ მთავრობას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია იმ ფულისა და გავლენის შესახებ, რომლებიც ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში ხვდება. ჩარევა იშვიათად არის ცალმხრივი. ბევრი სახელმწიფო, რომლებიც საერთაშორისო წესრიგის რღვევას გმობენ, ამავდროულად, სხვა ქვეყნების შიდა საქმეებზე გავლენის მოხდენას ცდილობენ. ეროვნული პარლამენტები ამ გამოწვევას იზოლირებულად არ უნდა უმკლავდებოდნენ. ევროპის საბჭოს ბოლოდროინდელი საქმიანობა, მათ შორის, უცხოური ჩარევის შესახებ რეზოლუცია, დემოკრატიისა და არჩევნების დაცვის საკითხებზე მიმდინარე დისკუსიები, უკვე ქმნის კარგ საფუძველს. უცხოური ჩარევა სახიფათოა სუვერენიტეტისა და დემოკრატიისთვის, მიუხედავად იმისა, ვის მიერ ხორციელდება – მტრული თუ არამტრული აქტორის მიერ. უცხოური ჩარევა თავისთავად მტრული ქმედებაა, რადგან მისი მიზანი ხალხის თავისუფლებისა და დემოკრატიის შეზღუდვაა. შესაბამისად, იგი მტრულ ქმედებად რჩება, იმის მიუხედავად, მტრისგან მომდინარეობს თუ დაუძინებელი მეგობრისგან. ამ მოჯადოებული წრიდან გამოსვლის ერთადერთი გზა საერთო საერთაშორისო სტანდარტის შემუშავებაა. დადგა დრო, შეიქმნას უცხოური ჩარევისა და დაფინანსების გამჭვირვალობისა და რეგულირების სტანდარტი, რომელიც სუვერენიტეტს, ანგარიშვალდებულებასა და თანხმობას დაეფუძნება. მხოლოდ მედეგი და ანგარიშვალდებული დემოკრატიები, რომლებიც საერთო წესებით მოქმედებენ, შეძლებენ ჰიბრიდულ საფრთხეებთან სათანადო გამკლავებას“
შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი: როდესაც გარე აქტორები ცდილობენ გავლენა მოახდინონ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ არჩევანზე და გვერდი აუარონ მის ინსტიტუტებს, ეს უკვე თანამშრომლობა აღარ არის. ეს საერთაშორისო სამართლის უმთავრესი პრინციპის - სახელმწიფოთა სუვერენიტეტის - დარღვევააწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები