ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ძალოსანი მანუჩარ ყიფშიძე ატაცში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრო

ალბანეთში მიმდინარე 20- და 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ძალოსანმა მანუჩარ ყიფშიძემ ატაცში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ტურნირზე საპრიზო ადგილები ასევე დაიკავეს მარიამ მაისურაძემ, გიგა ოდიკაძემ და რევაზ მილდიანმა.

ძალოსანი მანუჩარ ყიფშიძე ატაცში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
ძალოსანი მანუჩარ ყიფშიძე ატაცში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორიარუსთავი 2

ძალოსანი მანუჩარ ყიფშიძე ატაცში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია.

ალბანეთის ქალაქ დურესში 20- და 23-წლამდელებს შორის ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ქართველმა ძალოსანმა მანუჩარ ყიფშიძემ (U 23, 70 კგ) ატაცში 133 კილოგრამი დაძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, აკვრაში 161 კილოგრამით მეოთხე ადგილს დასჯერდა და ასევე მეოთხე ადგილი დაიკავა ორჭიდის ჯამში მოგროვებული 294 ქულით.

მიმდინარე ჩემპიონატზე 23-წლამდელთა შორის ძალოსანმა მარიამ მაისურაძემ (49 კგ) ატაცში, აკვრასა და ორჭიდის ჯამში ვერცხლის მედლები მოიპოვა, გიგა ოდიკაძემ (60 კგ) კი ატაცში ოქროს, აკვრასა და ორჭიდში კი ვერცხლის მედლები მოიპოვა.

20-წლამდელებს შორის კი ძალოსანმა რევაზ მილდიანმა (70 კგ) ატაცში ვერცხლის მედალი მოიპოვა, აკვრაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა, ორჭიდის ჯამით კი ევროპის ვიცე-ჩემპიონობა იზეიმა.

ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
ძალოსანი გიგა ოდიკაძე ევროპის ჩემპიონატის ერთი ოქროსა და ორი ვერცხლის მფლობელიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები