ძალოსანი მარიამ მურღვლიანი ევროპის ჩემპიონატის პრიზიორია
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ძალოსანმა მარიამ მურღვლიანმა 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ატაცში 112 კგ დაძლია, ევროპის რეკორდი დაამყარა და ჩემპიონი გახდა. მან ასევე ვერცხლის მედლები მოიპოვა აკვრასა და ორჭიდში.

ალბანეთის ქალაქ დურესში 23-წლამდელთა შორის ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს.
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ძალოსანმა მარიამ მურღვლიანმა (86 კგ) ატაცში 112 კილოგრამი დაძლია, ევროპის ჩემპიონობა იზეიმა და ევროპის რეკორდიც დაამყარა. ვერცხლის მედალი მოიპოვა აკვრაში დაძლეული 136 კილოგრამითაც და ასევე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა ორჭიდში მოგროვებული 248 კილოგრამით.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.