სხვადასხვა · 19 ოქტომბერი, 00:40
ძალოსანი გივი დარსაველიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ალბანეთში მიმდინარე 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ძალოსანმა გივი დარსაველიძემ ატაცში, აკვრასა და ორჭიდის ჯამში ვერცხლის მედლები მოიპოვა და ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

ალბანეთის ქალაქ დურესში 20- და 23-წლამდელთა შორის ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ძალოსანმა გივი დარსაველიძემ (U20, +110 კგ) ატაცში, აკვრასა და ორჭიდში ვერცხლის მედლები მოიპოვა.
ძალოსანმა ატაცში 168 კილოგრამი დაძლია, აკვრაში - 210 კილოგრამი, ორჭიდის ჯამში კი 378 კილოგრამი მოაგროვა.
ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.