სხვადასხვა · 18 ოქტომბერი, 14:51
ზურაბ მსხალაძე და გოგა ჯაჯვანი ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ზურაბ მსხალაძემ და გოგა ჯაჯვანმა ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატებზე ოქროს მედლები მოიპოვეს, ამასთან, ჯაჯვანმა ევროპის ორი რეკორდი დაამყარა.

ზურაბ მსხალაძე და გოგა ჯაჯვანი ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონები გახდნენ. ალბანეთის ქალაქ დურეში მიმდინარე კონტინენტის 23-წლამდე პირველობაზე მსხალაძემ სამივე დისციპლინაში საუკეთესო შედეგი აჩვენა და როგორც ატაცში, ასევე აკვრასა და ორჭიდის ჯამში ოქროს მედალი მოიპოვა.
ანალოგიური შედეგი აჩვენა 20-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე გოგა ჯაჯვანმა, რომელმაც ევროპის ორი რეკორდიც დაამყარა. დღეს ჩვენი ქვეყნის სახელით ტურნირზე კიდევ შვიდი ძალოსანი იასპარეზებს.
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.