ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, მეცნიერების რეგიონული ფესტივალი გახსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერების რეგიონული ფესტივალი გახსნეს. ღონისძიების მიზანია მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების პოპულარიზაცია და ახალგაზრდების ჩართულობის ზრდა.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, მეცნიერების რეგიონული ფესტივალი გახსნა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, მეცნიერების რეგიონული ფესტივალი გახსნარუსთავი 2

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად, მეცნიერების რეგიონული ფესტივალი გახსნა, რომელსაც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

გივი მიქანაძესა და ზურაბ პატარაძეს ფესტივალზე წარმოდგენილი საგამოფენო სივრცე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ტიტე აროშიძემ დაათვალიერებინა.

ფესტივალის ფარგლებში არაერთი საინტერესო აქტივობა - ინტერაქციული ექსპერიმენტები, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების პრეზენტაციები, მეცნიერებთან თემატური შეხვედრები გაიმართა. ასევე ჩატარდა CERN-ის STEM მასტერკლასები სკოლის მოსწავლეებისთვის.

მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და Horizon Europe-ის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის ძირითად მიმართულებებს.

ფესტივალის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძემ, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.

2026 წლის ფესტივალის მთავარი გზავნილია “მეცნიერება საქართველოს რეგიონების განვითარებისთვის“. პროექტი ქვეყნის მასშტაბით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით იმართება.

ფესტივალის მიზანს წარმოადგენს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების პოპულარიზაციის ხელშეწყობა; სამეცნიერო საქმიანობაში ახალგაზრდების ინტერესისა და ჩართულობის ზრდა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში მეცნიერების როლის წარმოჩენა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
გორში "მეცნიერების რეგიონული ფესტივალი 2026" გაიმართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები