პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა და პროექტების გამოფენა დაათვალიერა.

გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
რუსთავი 2

თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.

მინისტრი ღია სივრცეში მოწყობილ სამეცნიერო, საგანმანათლებლო და ინოვაციური პროექტების გამოფენას გაეცნო, რომელიც სხვადასხვა უნივერსიტეტებმა, კოლეჯებმა, სკოლებმა და სამეცნიერო ორგანიზაციებმა წარმოადგინეს.

ფესტივალის ფარგლებში იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და მეცნიერები დაჯილდოვდნენ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, უნივერსიტეტების რექტორები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

მეცნიერების რეგიონული ფესტივალი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. მისი მიზანია რეგიონებში სამეცნიერო და ინოვაციური საქმიანობის ხელშეწყობა, ახალგაზრდებში კვლევითი ინტერესის გაღვივება, რეგიონული სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენა და უნივერსიტეტებს, სკოლებს, სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებსა და ბიზნესსექტორს შორის თანამშრომლობის გაძლიერება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოგივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, მეცნიერების რეგიონული ფესტივალი გახსნაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები