ლევან ჟორჟოლიანი ირაკლი კობახიძის სომხეთში ვიზიტზე: პრემიერ-მინისტრს ექნება საშუალება სიტყვით მიმართოს კონფერენციის მონაწილეებს, სადაც ის ბიომრავალფეროვნების გამოწვევებზე ისაუბრებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანის მიწვევით სომხეთში გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის კონფერენციას ესწრება, სადაც სიტყვით გამოვა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთში იმყოფება. ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანმა ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის კონფერენციაზე მიიწვია, რომელიც უკვე მე-17 ტარდება გაეროს ეგიდით.
ეს არის საერთაშორისო ფორუმი, სადაც ლიდერებმა და გარემოსდამცველებმა უნდა იმსჯელოს დედამიწის ეკოსისტემების, ცხოველთა და მცენარეთა სახეობების გადარჩენის გზებზე.
ბუნების დეგრადაცია დღეს მთელი მსოფლიოს გამოწვევაა და და სწორედ ამას მიეძღვნება ირაკლი კობახიძის სიტყვა სამიტის გახსნის ოფიციალურ ნაწილში.
როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ლევან ჟორჟოლიანი აცხადებს, პრემიერ-მინისტრს ექნება საშუალება სიტყვით მიმართოს კონფერენციის მონაწილეებს, სადაც ის ბიომრავალფეროვნების გამოწვევებზე ისაუბრებს:
"პრემიერ-მინისტრს ექნება საშუალება სიტყვით მიმართოს კონფერენციის მონაწილეებს, სადაც ის ბიომრავალფეროვნების გამოწვევებზე ისაუბრებს, იმ ძალისხმევაზე, რომელსაც ქვეყანა, სახელმწიფო გასცემს გარემოს დაცვის მიმართულებით, ასევე ეკონომიკურ ზრდაზე და ეკონომიკურ ზრდისა და გარემოს დაცვის ურთიერთქმედებაზე. ეკონომიკური ზრდა უნდა იყოს ინკლუზიური და აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს გარემოს დაცვის უმაღლეს სტანდარტებს," - აცხადებს ლევან ჟორჟოლიანი.
საქართველო გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციას ჯერ კიდევ 1994 წელს შეუერთდა და შესაბამისად ქვეყანას აღებული აქვს კონკრეტული საერთაშორისო ვალდებულებები. მათ შორის არის დაცული ტერიტორიების გაფართოება, ბრაკონიერობის აღკვეთა და გადაშენების პირას მყოფი ენდემური ფლორისა და ფაუნის დაცვა. მაგალითად კავკასიური ჯიხვი, კოლხური ბზა, ქართული ფოცხვერი და ირემი.
სხვადასხვა საერთაშორისო ანგარიშებში საქართველო მეორე ადგილზეა ევროკავშირის გარემოს დაცვითი ვალდებულებების შესრულების მხრივ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
16 სტატიასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
ირაკლი კობახიძე გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
ირაკლი კობახიძე გაერო-ს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკას ეწვია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად სომხეთის რესპუბლიკას ეწვია
ირაკლი კობახიძე, გაერო-ს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, სომხეთში ჩავიდა
ირაკლი კობახიძე გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად სომხეთში ჩავიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად სომხეთის რესპუბლიკას ეწვია
ირაკლი კობახიძე გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო
ირაკლი კობახიძე გაერო-ს ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის გახსნის ცერემონიას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილ ლიდერთა სამიტზე დღეს სიტყვით გამოვა
ირაკლი კობახიძე COP17-ის ლიდერთა სამიტის გახსნის ცერემონიას დაესწრო
ირაკლი კობახიძე COP17-ის ლიდერთა სამიტის გახსნის ცერემონიას დაესწრო
ირაკლი კობახიძე COP17-ის ლიდერთა სამიტის გახსნის ცერემონიას დაესწრო
ჩვენთვის დიდი პატივია ამ სამიტისა და ბიომრავალფეროვნების შესახებ COP17 კონფერენციის მასპინძლობა - ნიკოლ ფაშინიანი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…