ირაკლი კობახიძე COP17-ის ლიდერთა სამიტის გახსნის ცერემონიას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე COP17-ის ლიდერთა სამიტის გახსნას დაესწრო, რომელიც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა გახსნეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის (COP17) ლიდერთა სამიტის გახსნას დაესწრო.
ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„კონფერენცია სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა გახსნეს.
სამიტის გახსნამდე, კონფერენციის მონაწილე ლიდერებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.