ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავით მათიკაშვილი: არ მოვიდა ის დრო, მიხვდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან არსებითი, კონსტრუქციული, საღი, ჯანმრთელი ურთიერთობის გარეშე წარმოუდგენელია იმ პროექტების განხორციელება, რომელიც ენერგოუსაფრთხოების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია დღეს ევროკავშირისთვის?!

დეპუტატ დავით მათიკაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებასთან ჯანმრთელი ურთიერთობის გარეშე შეუძლებელია ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი ენერგოპროექტების განხორციელება. მან ევრობიუროკრატიის მოქმედებები საბავშვო ბაღის სპექტაკლებს შეადარა და აღნიშნა, რომ ევროკავშირსაც სჭირდება საქართველოს მხარდაჭერა.

დავით მათიკაშვილი: არ მოვიდა ის დრო, მიხვდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან არსებითი, კონსტრუქციული, საღი, ჯანმრთელი ურთიერთობის გარეშე წარმოუდგენელია იმ პროექტების განხორციელება, რომელიც ენერგოუსაფრთხოების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია დღეს ევროკავშირისთვის?!
დავით მათიკაშვილი: არ მოვიდა ის დრო, მიხვდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან არსებითი, კონსტრუქციული, საღი, ჯანმრთელი ურთიერთობის გარეშე წარმოუდგენელია იმ პროექტების განხორციელება, რომელიც ენერგოუსაფრთხოების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია დღეს ევროკავშირისთვის?!იმედინიუსი

ცხადია, რომ ევროკავშირსაც ასევე სჭირდება საქართველოს მხარდაჭერა და გვერდით დგომა, როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.

იგი ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტის ფარგლებში ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტო მეცოლას განცხადებებს გამოეხმაურა. კერძოდ, ენერგომომარაგებასა და ენერგეტიკული უსაფრთხოების კუთხით გაკეთებულ განცხადებას, რომ მათ სჭირდებათ სანდო პარტნიორები და საიმედო თანამშრომლობა.

მათიკაშვილის თქმით, ევრობიუროკრატებმა ვითარება რეალურად უნდა შეაფასონ.

„ერთი შეხედვით ძალიან ჰგავს ეს ყველაფერი მართლაც საბავშვო ბაღში ჩატარებულ თამაშობებს, როდესაც პატარა ბავშვები დგამენ სპექტაკლებს და რეალობას თვალს ვერ უსწორებენ, რადგან ისინი პატარები, ბავშვები არიან.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ევრობიუროკრატიაზე, რომ ევრობიუროკრატია - რა მაღალი სტატუსის კომისრები თუ პარლამენტის პირველი პირებიც არ უნდა საუბრობდნენ ევროპარლამენტიდან, სრულიად სასაცილო მდგომარეობაში რომ ჩაიგდეს საკუთარი თავი, არ მოვიდა ის დრო, გადმოვიდნენ კონსტრუქციულ, საღ, რეალურ ვითარებაში, რეალურ დროში და რეალურად დაინახონ გეოპოლიტიკა, რეალურად შეაფასონ პოლიტიკური და გეოგრაფიული რუკა?! მიხვდნენ იმას, რომ საქართველოს, როგორც შუა დერეფნის საკვანძო ქვეყნის ხელისუფლებასთან არსებითი, კონსტრუქციული, საღი, ჯანმრთელი ურთიერთობის გარეშე, წარმოუდგენელია იმ პროექტების განხორციელება, რომელიც ენერგოუსაფრთხოების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია დღეს ევროკავშირისთვის. ხომ ცხადია, რომ ევროკავშირსაც ასევე სჭირდება საქართველოს მხარდაჭერა და გვერდით დგომა, როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი?!“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ერთი შეხედვით ძალიან ჰგავს ეს ყველაფერი მართლაც საბავშვო ბაღში ჩატარებულ თამაშობებს, როდესაც პატარა ბავშვები დგამენ სპექტაკლებს და რეალობას თვალს ვერ უსწორებენ, რადგან ისინი პატარები, ბავშვები არიან. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ევრობიუროკრატიაზე, რომ ევრობიუროკრატია - რა მაღალი სტატუსის კომისრები თუ პარლამენტის პირველი პირებიც არ უნდა საუბრობდნენ ევროპარლამენტიდან, სრულიად სასაცილო მდგომარეობაში რომ ჩაიგდეს საკუთარი თავი, არ მოვიდა ის დრო, გადმოვიდნენ კონსტრუქციულ, საღ, რეალურ ვითარებაში, რეალურ დროში და რეალურად დაინახონ გეოპოლიტიკა, რეალურად შეაფასონ პოლიტიკური და გეოგრაფიული რუკა?! მიხვდნენ იმას, რომ საქართველოს, როგორც შუა დერეფნის საკვანძო ქვეყნის ხელისუფლებასთან არსებითი, კონსტრუქციული, საღი, ჯანმრთელი ურთიერთობის გარეშე, წარმოუდგენელია იმ პროექტების განხორციელება, რომელიც ენერგოუსაფრთხოების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია დღეს ევროკავშირისთვის. ხომ ცხადია, რომ ევროკავშირსაც ასევე სჭირდება საქართველოს მხარდაჭერა და გვერდით დგომა, როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი?!“
მათიკაშვილმა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მეცოლა ქართველებს: არ დანებდეთ, EU მუდამ ღია იქნება მათთვის, ვინც იმედიანადაა განწყობილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები