პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ევროკავშირის დაკავშირებადობაზე მსჯელობენ და ამ მოცემულობაში საქართველოს სათანადო წესით არ მიწვევა სცდება ყოველგვარ ლოგიკას და კომიკურ მდგომარეობაში აყენებს ევრობიუროკრატიას - დავით მათიკაშვილი

ქართული ოცნებასაქართველოს პარლამენტი

დავით მათიკაშვილის განცხადებით, დაკავშირებადობის თემაზე საქართველოს სათანადო წესით არმიწვევა ლოგიკას სცდება და ევრობიუროკრატიას კომიკურ მდგომარეობაში აყენებს.

ევროკავშირის დაკავშირებადობაზე მსჯელობენ და ამ მოცემულობაში საქართველოს სათანადო წესით არ მიწვევა სცდება ყოველგვარ ლოგიკას და კომიკურ მდგომარეობაში აყენებს ევრობიუროკრატიას - დავით მათიკაშვილი
რუსთავი 2

ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი - ასე აფასებენ "ქართულ ოცნებაში" ბრიუსელის გადაწყვეტილებას დაკავშირებადობის პოლიტიკასა და შუა დერეფნის პროექტზე სასაუბროდ საქართველოს მაღალი წარმომადგენლობით არ მიწვევასთან დაკავშირებით.

ბრიუსელის გადაწყვეტილებას მმართველ გუნდში უსამართლოდ აფასებენ და დამოკიდებულებას კომიკურს უწოდებენ.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, საქართველო საერთაშორისო ფორმატებში თანასწორ პარტნიორად უნდა იყოს აღქმული.

"ბრიუსელის ბიუროკრატია კარდინალურად არის აცდენილი იმ რეალობას, რომელშიც დღეს ევროპის კონტინენტი და ზოგადად, ევრაზია ცხოვრობს.

გაფართოებაზე, ევროკავშირის დაკავშირებადობაზე მსჯელობენ და ამ მოცემულობაში, საქართველოს სათანადო წესით არ მიწვევა, სცდება ყოველგვარ ლოგიკას და კომიკურ მდგომარეობაში აყენებს ევრობიუროკრატიას.

ჩვენ, როგორც თანაბარსწორი პარტნიორი, ისე უნდა მიგვიღოს ყველამ, მით უმეტეს იმ ურთიერთობაში, სადაც ევროკავშირს, ევროპის კონტინენტს, ბევრად მეტი საჭიროება აქვს საქართველოსთან მიმართებით გეოგრაფიული მოცემულობიდან გამომდინარე", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დავით მათიკაშვილი - ბრიუსელის ბიუროკრატია ცდილობს, თვალებზე ხელი აიფაროს, სიმართლე არ დაინახოს, გეოგრაფია და გეოპოლიტიკა უარყოს - მათ გეოგრაფიის და გეოპოლიტიკის ცოდნაში ორიანი ეკუთვნითწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები