პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 30 000 ლარის ღირებულების ორი ავტომობილის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებულს დაუსწრებლად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა საზღვარგარეთ ყოფნისას ერთ-ერთ კომპანიას და უცხო ქვეყნის მოქალაქეს დაჰპირდა, რომ მათგან ორ ავტომანქანას შეიძენდა და შეთანხმებულ საფასურს გადაუხდიდა, რის საფუძველზეც ბრალდებულს რუმინეთის ქალაქ კონსტანცაში გადაეცა ორივე ავტომანქანა. ბრალდებულმა ავტომანქანები რეალიზაციის მიზნით საქართველოში ჩამოიყვანა, ხოლო შეთანხმებული საფასური დაზარალებულებს არ გადაუხადა, რითაც მათ დიდი ოდენობით, 30 000 ლარის ოდენობით ქონებრივი ზიანი მიადგა.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) დაუსწრებლად წარედგინა.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა,"- აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- იმედინიუსიპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- ინტერპრესნიუსიპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ციტატები სტატიიდან
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა საზღვარგარეთ ყოფნისას ერთ-ერთ კომპანიას და უცხო ქვეყნის მოქალაქეს დაჰპირდა, რომ მათგან ორ ავტომანქანას შეიძენდა და შეთანხმებულ საფასურს გადაუხდიდა, რის საფუძველზეც ბრალდებულს რუმინეთის ქალაქ კონსტანცაში გადაეცა ორივე ავტომანქანა. ბრალდებულმა ავტომანქანები რეალიზაციის მიზნით საქართველოში ჩამოიყვანა, ხოლო შეთანხმებული საფასური დაზარალებულებს არ გადაუხადა, რითაც მათ დიდი ოდენობით, 30 000 ლარის ოდენობით ქონებრივი ზიანი მიადგა. ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) დაუსწრებლად წარედგინა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…