შალვა პაპუაშვილი – დღეს სიტყვით მაინც ყველა აღიარებს, რომ უცხოურ ჩარევას სჭირდება რეგულაცია და ამ რეგულაციებისთვის უნდა შეიქმნას საერთაშორისო სტანდარტი
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ყველა აღიარებს, რომ უცხოურ ჩარევას რეგულაცია სჭირდება და საქართველოში მიღებული გამჭვირვალობის კანონი საერთაშორისო სტანდარტის შექმნის ერთ-ერთი ფუძემდებლური გამოცდილება იქნება.

დღეს სიტყვით მაინც ყველა აღიარებს, რომ უცხოური ჩარევა საჭიროებს რეგულაციას და ამ რეგულაციებისთვის უნდა შეიქმნას საერთაშორისო სტანდარტი, ის ყამირი, რაც გაჭრა საქართველომ გამჭვირვალობის კანონით, დღეს ვხედავთ, რომ გზაზე უკვე ბევრი დგას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რომში ვიზიტისას ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი თემაა ჰიბრიდული საფრთხეები, სადაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სიტყვით გამოვა.
„დღეს დაიწყო ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენცია და მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მივიღოთ მონაწილეობა ამ კონფერენციაში, სადაც გარდა კონფერენციის მიერ დაფარული თემებისა, ასევე გვექნება შესაძლებლობა, ორმხრივი შეხვედრები გვქონდეს კოლეგებთან.
რაც შეეხება თავად კონფერენციას, პირველი თემა გახლავთ ჰიბრიდული საფრთხეები, რომელზეც ასევე მეც მექნება გამოსვლა, თუმცა აქამდე გამომსვლელების პათოსს თუ შევაჯამებთ, მგონი ჩვენს სათქმელს ამბობს ყველა. საფრანგეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ჰქონდა ერთ-ერთი ძირითადი მოხსენება და ისაუბრა სიტყვა-სიტყვით იმაზე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, თუ რა არის საგარეო ინფორმაციის მანიპულაცია და ჩარევა, როგორ იცავენ თავს კანონმდებლობით. ახსენა მათ შორის ის კანონმდებლობა, რომელსაც ჩვენ არაერთხელ მივუთითეთ, რომელიც გამჭვირვალობის კანონის მიღებიდან რამდენიმე კვირაში მიიღო საფრანგეთმა 2024 წელს.
შესაბამისად, ამ მხრივ სრული შესატყვისობაა ჩვენს პოზიციებთან. მაგრამ მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, როდესაც საქართველოს მიმართ არის ხოლმე კრიტიკა, ვხვდებით იმას, რომ უბრალოდ არის განსხვავებული დამოკიდებულება სხვის მიმართ, საკუთარ თავთან, როდესაც მათ ეხებათ ეს, ზოგიერთ ქვეყანას, ფიქრობენ, რომ დაცვის ღირსი არის ინფორმაციული მდგრადობა. დეზინფორმაციისგან უნდა დაიცვან ქვეყანა და გარე ჩარევისგან, როდესაც საქმე ეხება სხვას, ამ შემთხვევაში საქართველოს. როგორც ჩანს, სხვანაირი სტანდარტი ურჩევნია ზოგიერთს რომ ჰქონდეს. ყოველ შემთხვევვაში, მიხარია ერთი რამ – დღეს სიტყვით მაინც ყველა აღიარებს, რომ უცხოური ჩარევა საჭიროებს რეგულაციას და ამ რეგულაციებისთვის უნდა შეიქმნას საერთაშორისო სტანდარტი. ასე რომ, ის ყამირი, რაც გაჭრა საქართველომ გამჭვირვალობის კანონით, დღეს ვხედავთ, რომ ამ გზას უკვე ბევრი ადგას. დარწმუნებული ვართ, რომ სწორედ საქართველოს გამოცდილება იქნება, მათ შორის, ერთ-ერთი ფუძემდებლური იმისთვის, რომ შეიქმნას საერთაშორისო სტანდარტი უცხოური დაფინანსებისა და ჩარევის გამჭვირვალობისთვის“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„დღეს დაიწყო ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენცია და მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მივიღოთ მონაწილეობა ამ კონფერენციაში, სადაც გარდა კონფერენციის მიერ დაფარული თემებისა, ასევე გვექნება შესაძლებლობა, ორმხრივი შეხვედრები გვქონდეს კოლეგებთან. რაც შეეხება თავად კონფერენციას, პირველი თემა გახლავთ ჰიბრიდული საფრთხეები, რომელზეც ასევე მეც მექნება გამოსვლა, თუმცა აქამდე გამომსვლელების პათოსს თუ შევაჯამებთ, მგონი ჩვენს სათქმელს ამბობს ყველა. საფრანგეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ჰქონდა ერთ-ერთი ძირითადი მოხსენება და ისაუბრა სიტყვა-სიტყვით იმაზე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, თუ რა არის საგარეო ინფორმაციის მანიპულაცია და ჩარევა, როგორ იცავენ თავს კანონმდებლობით. ახსენა მათ შორის ის კანონმდებლობა, რომელსაც ჩვენ არაერთხელ მივუთითეთ, რომელიც გამჭვირვალობის კანონის მიღებიდან რამდენიმე კვირაში მიიღო საფრანგეთმა 2024 წელს. შესაბამისად, ამ მხრივ სრული შესატყვისობაა ჩვენს პოზიციებთან. მაგრამ მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, როდესაც საქართველოს მიმართ არის ხოლმე კრიტიკა, ვხვდებით იმას, რომ უბრალოდ არის განსხვავებული დამოკიდებულება სხვის მიმართ, საკუთარ თავთან, როდესაც მათ ეხებათ ეს, ზოგიერთ ქვეყანას, ფიქრობენ, რომ დაცვის ღირსი არის ინფორმაციული მდგრადობა. დეზინფორმაციისგან უნდა დაიცვან ქვეყანა და გარე ჩარევისგან, როდესაც საქმე ეხება სხვას, ამ შემთხვევაში საქართველოს. როგორც ჩანს, სხვანაირი სტანდარტი ურჩევნია ზოგიერთს რომ ჰქონდეს. ყოველ შემთხვევვაში, მიხარია ერთი რამ – დღეს სიტყვით მაინც ყველა აღიარებს, რომ უცხოური ჩარევა საჭიროებს რეგულაციას და ამ რეგულაციებისთვის უნდა შეიქმნას საერთაშორისო სტანდარტი. ასე რომ, ის ყამირი, რაც გაჭრა საქართველომ გამჭვირვალობის კანონით, დღეს ვხედავთ, რომ ამ გზას უკვე ბევრი ადგას. დარწმუნებული ვართ, რომ სწორედ საქართველოს გამოცდილება იქნება, მათ შორის, ერთ-ერთი ფუძემდებლური იმისთვის, რომ შეიქმნას საერთაშორისო სტანდარტი უცხოური დაფინანსებისა და ჩარევის გამჭვირვალობისთვის“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.