სასამართლომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმები კაკულიებისა და ბუსა ჟვანიას აღკვეთის ღონისძიება ძალაში დატოვა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებ კაკულიებსა და ბუსა ჟვანიას აღკვეთის ღონისძიება ძალაში დაუტოვა. საქმეზე ბრალდებულებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ, ხოლო ჟვანიაზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმების, დავით და გურამ კაკულიებისა და ბუსა ჟვანიას საქმეზე სხდომა გაიმართა.
დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. სასამართლომ გადასინჯა და ძალაში დატოვა აღკვეთის ღონისძიება ბრალდებულების მიმართ.
პროცესს პენიტენციური დაწესებულებიდან დისტანციურად დაესწრნენ ძმები კაკულიები, რაც შეეხება ბუსა ჟვანიას, მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.
ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე მათ ბრალდება წარდგენილი აქვთ მუხლით, რომელიც 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- ინტერპრესნიუსითბილისის საქალაქო სასამართლოში, 22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ძმები დავით და გურამ კაკულიებისა და ბუსა ჟვანიას წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს
- ინტერპრესნიუსინიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ბუსა ჟვანიას მიმართ დაუსწრებლად შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ძალაში რჩება
- ინტერპრესნიუსინიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულმა ძმებმა, დავით და გურამ კაკულიებმა მათი საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვაზე უარი განაცხადეს
- TV პირველიძმები კაკულიები კვარაცხელიების ოჯახს მიმართავენ, გაიტანონ საჩივარი და საქმის შეწყვეტა მოითხოვონ
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.