პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლადო სადღობელაშვილი ოპოზიციურ ალიანსზე: ნეშომპალად ქცეული მოძალადეების ნაშთი, რომელიც ერთი ჩამორეცხვაღა დარჩა

ლადო სადღობელაშვილი ოპოზიციურ ალიანსს „ნეშომპალად ქცეული მოძალადეების ნაშთს“ უწოდებს და აცხადებს, რომ დაანონსებული საპროტესტო კამპანია არა პოლიტიკურ ცვლილებებს, არამედ მათი რესურსების სრულ ამოწურვას გამოიწვევს.

ლადო სადღობელაშვილი ოპოზიციურ ალიანსზე: ნეშომპალად ქცეული მოძალადეების ნაშთი, რომელიც ერთი ჩამორეცხვაღა დარჩა
იმედინიუსი

მარგინალური ოპოზიციური ალიანსის მორიგი განცხადება 25 ოქტომბრიდან საპროტესტო კამპანიის დაწყებისა და 28 ნოემბერს „მასშტაბური აქციის“ გამართვის შესახებ, კიდევ ერთხელ აჩენს კითხვებს მათი სტრატეგიის ეფექტურობასა და რეალურ შესაძლებლობებზე, - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც სადღობელაშვილი აღნიშნავს, მარგინალური ოპოზიციურ ჯგუფები დალპა, ვინაიდან მათ არ გააჩნიათ საზოგადოებისთვის რეალური დღის წესრიგი, იდეა, მოტივაცია, კონსტრუქციული ალტერნატივა და მათი მთელი ტაქტიკა მხოლოდ ქუჩის აქციებსა და პოპულისტურ ლოზუნგებს ეფუძნება.

„მარგინალური ოპოზიციური ალიანსის მორიგი განცხადება 25 ოქტომბრიდან საპროტესტო კამპანიის დაწყებისა და 28 ნოემბერს „მასშტაბური აქციის“ გამართვის შესახებ, კიდევ ერთხელ აჩენს კითხვებს მათი სტრატეგიის ეფექტურობასა და რეალურ შესაძლებლობებზე. ნეშომპალად ქცეული მოძალადეების ნაშთი, რომელიც ერთი ჩამორეცხვაღა დარჩა!

წლების განმავლობაში საზოგადოება ხედავს ერთსა და იმავე სცენარს: რადიკალური რიტორიკა, „ხისტი პროტესტის“ დაანონსება და დაპირებები, რომლებიც საბოლოოდ პოლიტიკურ ბალასტად და უშედეგო მცდელობებად რჩება.

მარგინალური ოპოზიციურ ჯგუფები დალპა. მათ არ გააჩნიათ საზოგადოებისთვის რეალური დღის წესრიგი, იდეა, მოტივაცია, კონსტრუქციული ალტერნატივა და მათი მთელი ტაქტიკა მხოლოდ ქუჩის აქციებსა და პოპულისტურ ლოზუნგებს ეფუძნება, ასეთი მოძრაობები სწრაფად კარგავენ

ხალხის ნდობასა და მხარდაჭერას. აღარც უცხო ძალებსაც აღარ აინტერესებს ამათი უშედეგო ბოგინი!

საბოლოო ჯამში, მსგავსი სამოქმედო გეგმა არა პოლიტიკურ ცვლილებებს, არამედ საკუთარი რესურსების სრულ ამოწურვასა და საზოგადოებრივი მხარდაჭერის საბოლოო დაკარგვას იწვევს.“ - წერს სადღობელაშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოლადო სადღობელაშვილი ოპოზიციურ ალიანსზე: ნეშომპალად ქცეული მოძალადეების ნაშთი, რომელიც ერთი ჩამორეცხვაღა დარჩა
  2. POSTVსამთავრობოლადო სადღობელაშვილი ოპოზიციური ალიანსის შესახებ: “ნეშომპალად ქცეული მოძალადეების ნაშთი, რომელიც ერთი ჩამორეცხვაღა დარჩა”
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ლადო სადღობელაშვილი: "ნაციონალური მოძრაობის" და მისი განშტოებების მიერ 1 ოქტომბერს აქციების დაანონსება საზოგადოების ისტორიული მეხსიერების აბუჩად აგდება და იმ მილიონზე მეტი მოქალაქის შეურაცხყოფაა, რომელმაც 14 წლის წინ მოძალადე რეჟიმს ვერდიქტი გამოუტანაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები