ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ლადო სადღობელაშვილი: "ნაციონალური მოძრაობის" და მისი განშტოებების მიერ 1 ოქტომბერს აქციების დაანონსება საზოგადოების ისტორიული მეხსიერების აბუჩად აგდება და იმ მილიონზე მეტი მოქალაქის შეურაცხყოფაა, რომელმაც 14 წლის წინ მოძალადე რეჟიმს ვერდიქტი გამოუტანა

ნაციონალური მოძრაობა

ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" მიერ 1 ოქტომბრისთვის აქციების დაანონსებას და ამას საზოგადოების ისტორიული მეხსიერების აბუჩად აგდებასა და მოქალაქეების შეურაცხყოფას უწოდებს.

ლადო სადღობელაშვილი: "ნაციონალური მოძრაობის" და მისი განშტოებების მიერ 1 ოქტომბერს აქციების დაანონსება საზოგადოების ისტორიული მეხსიერების აბუჩად აგდება და იმ მილიონზე მეტი მოქალაქის შეურაცხყოფაა, რომელმაც 14 წლის წინ მოძალადე რეჟიმს ვერდიქტი გამოუტანა
ლადო სადღობელაშვილი: "ნაციონალური მოძრაობის" და მისი განშტოებების მიერ 1 ოქტომბერს აქციების დაანონსება საზოგადოების ისტორიული მეხსიერების აბუჩად აგდება და იმ მილიონზე მეტი მოქალაქის შეურაცხყოფაა, რომელმაც 14 წლის წინ მოძალადე რეჟიმს ვერდიქტი გამოუტანარუსთავი 2

ამ სიმბოლურ დღეს, იმ ძალის წარმომადგენლები, რომლებმაც წლების განმავლობაში საკუთარი მოქალაქეების ტერორში ყოფნით გაითქვეს სახელი, კვლავ ცდილობენ პოლიტიკური პროვოკაციების მოწყობას - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაანონსებულ აქციას.

როგორც სადღობელაშვილი აღნიშნავს, "ნაციონალური მოძრაობისა" და მისი განშტოებების მიერ 1 ოქტომბერს აქციების დაანონსება სხვა არაფერია, თუ არა საზოგადოების ისტორიული მეხსიერების აბუჩად აგდება და იმ მილიონზე მეტი მოქალაქის შეურაცხყოფა, რომელმაც 14 წლის წინ მოძალადე რეჟიმს საბოლოო ვერდიქტი გამოუტანა

"1 ოქტომბერი საქართველოს თანამედროვე ისტორიაში გარდამტეხი თარიღია - დღე, როდესაც ქართველმა ხალხმა ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით უარი თქვა ძალადობაზე, სისტემურ უსამართლობასა და სიცრუეზე. 2012 წლის ეს გამარჯვება იყო ხალხის ნების გაერთიანება იმ იდეალების გარშემო, რასაც ღირსება, თავისუფლება და ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება ჰქვია.

სწორედ ამ სიმბოლურ დღეს, იმ ძალის წარმომადგენლები, რომლებმაც წლების განმავლობაში საკუთარი მოქალაქეების ტერორში ყოფნით გაითქვეს სახელი, კვლავ ცდილობენ პოლიტიკური პროვოკაციების მოწყობას.

"ნაციონალური მოძრაობისა" და მისი განშტოებების მიერ 1 ოქტომბერს აქციების დაანონსება სხვა არაფერია, თუ არა საზოგადოების ისტორიული მეხსიერების აბუჩად აგდება და იმ მილიონზე მეტი მოქალაქის შეურაცხყოფა, რომელმაც 14 წლის წინ მოძალადე რეჟიმს საბოლოო ვერდიქტი გამოუტანა.

დღეს, როდესაც ეს პოლიტიკური ჯგუფები კვლავ ცდილობენ დესტაბილიზაციის შემოტანას, საზოგადოების პასუხი უნდა იყოს მკაფიო: 2012 წლის 1 ოქტომბრის მონაპოვარი და ხალხის არჩევანი ხელუხლებელია, ხოლო პოლიტიკური რევანშის ყოველი მცდელობა ისევ და ისევ ხალხის მტკიცე პოლიტიკურ პასუხს შეეჯახება", - წერს სადღობელაშვილი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„და მისი განშტოებების მიერ 1 ოქტომბერს აქციების დაანონსება სხვა არაფერია, თუ არა საზოგადოების ისტორიული მეხსიერების აბუჩად აგდება და იმ მილიონზე მეტი მოქალაქის შეურაცხყოფა, რომელმაც 14 წლის წინ მოძალადე რეჟიმს საბოლოო ვერდიქტი გამოუტანა. დღეს, როდესაც ეს პოლიტიკური ჯგუფები კვლავ ცდილობენ დესტაბილიზაციის შემოტანას, საზოგადოების პასუხი უნდა იყოს მკაფიო: 2012 წლის 1 ოქტომბრის მონაპოვარი და ხალხის არჩევანი ხელუხლებელია, ხოლო პოლიტიკური რევანშის ყოველი მცდელობა ისევ და ისევ ხალხის მტკიცე პოლიტიკურ პასუხს შეეჯახება“
ლადო სადღობელაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.