პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაცია აქვეყნებს სქემას, რომლითაც ცნობილი ხდება, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, სანქციების მიუხედავად, რუსეთს ღვინით ამარაგებენ

ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის ცნობით, ევროკავშირის ქვეყნები რუსეთს ღვინოს შენიღბულად აწვდიან: ლატვია და პოლონეთი ევროპულ ღვინოს ყიდულობენ და რუსეთში ჰყიდიან. რუსეთის მომწოდებელთა შორისაა იტალია (234 მილიონი დოლარი) და საქართველოც (171 მილიონი დოლარი).

ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაცია აქვეყნებს სქემას, რომლითაც ცნობილი ხდება, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, სანქციების მიუხედავად, რუსეთს ღვინით ამარაგებენ
იმედინიუსი

ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაცია (AAWE) აქვეყნებს სქემას, რომლითაც ცნობილი ხდება, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, სანქციების მიუხედავად, რუსეთს ღვინოს შენიღბულად აწვდიან.

ინფორმაციის თანახმად, რუსეთისთვის ღვინის მთავარი მიმწოდებლები არიან იტალია, საქართველო, ლატვია და პოლონეთი. აღსანიშნავია ის, რომ იტალია და საქართველო, რომლებიც ცნობილი არიან განვითარებული მეღვინეობით, რუსეთს ღვინოს პირდაპირ აწვდიან.

სქემაში საინტერესოა ლატვიისა და პოლონეთის ფაქტორი. აღნიშნულ ქვეყნებში მეღვინეობა ისტორიულად განვითარებული არ არის. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, როგორ აღმოჩნდნენ ლატვია და პოლონეთი რუსეთში ღვინის უმსხვილესი ექსპორტიორების სიაში.

საქმე ისაა, რომ ლატვია ღვინოს ყიდულობს საფრანგეთისგან, სამხრეთ აფრიკისა და ესპანეთისგან, ხოლო ამის შემდეგ აღნიშნულ პროდუქციას აწვდის რუსეთს.

პოლონეთიც ანალოგიური სქემით მუშაობს. აღმოსავლეთ ევროპის ეს ქვეყანა ღვინოს ყიდულობს საფრანგეთისგან, გერმანიისგან, ესპანეთისა და პორტუგალიისგან, ხოლო შემდეგ რუსეთზე ჰყიდის.

აღსანიშნავია, რომ იტალია, გარდა პირდაპირი მიყიდვისა, ღვინოს აწვდის როგორც ლატვიას, ისე პოლონეთს.

ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის ინფორმაციით, 2025 წელს საქართველომ რუსეთს 171 მილიონი დოლარის ღვინო მიჰყიდა, იტალიამ - 234 მილიონი დოლარის, ლატვიამ - 129 მილიონი დოლარის, ხოლო პოლონეთმა - 81 მილიონი დოლარის.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 2
  1. BM.GEოპოზიციურიპირდაპირი და ირიბი ექსპორტი - რა სქემით შედის რუსეთში ღვინო?
  2. BM.GEოპოზიციურირუსეთისთვის ღვინის მთავარი მიმწოდებელი საქართველოა | საიდან/რა ფასად იყიდება სასმელი ქვეყანაში?
  3. იმედინიუსისამთავრობოევროპული ღვინო რუსულ ბაზარზე - როგორ აღმოჩნდნენ ლატვია და პოლონეთი რუსეთში ღვინის უმსხვილეს ექსპორტიორთა სიაში მაშინ, როდესაც ამ ქვეყნებში მეღვინეობა განვითარებული საერთოდ არ არის. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გასულ წელს, რუსეთში, ლატვიამ და პოლონეთმა ღვინის მასშტაბური ექსპორტი განახორციელეს - "ქართული ოცნებისთვის" ეს ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი დასტურიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები