პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

უკრაინის განცხადებით, რუსულ აეროდრომზე 6 ბომბდამშენი გაანადგურეს

ქართული ოცნება

უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების განცხადებით, ვორონეჟის ოლქში მდებარე „ბორისოგლებსკის“ აეროდრომზე „ნეპტუნის“ კომპლექსით დარტყმის შედეგად 6 Су-34М ტიპის რუსული ბომბდამშენი გაანადგურეს.

უკრაინის განცხადებით, რუსულ აეროდრომზე 6 ბომბდამშენი გაანადგურეს
ნეტგაზეთი

უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალების განცხადებით, 15 ოქტომბრის ღამეს, სანაპირო სარაკეტო კომპლექს „ნეპტუნით“ დარტყმა განხორციელდა ვორონეჟის ოლქის აღმოსავლეთში მდებარე „ბორისოგლებსკის“ სამხედრო აეროდრომზე.

უწყება ამბობს, რომ აეროდრომზე 6 Су-34М ტიპის ბომბდამშენი გაანადგურეს.

„ასევე განადგურდა ავიაციის ფრენების უზრუნველყოფის ტექნიკური აღჭურვილობა, აეროდრომის ტერიტორიაზე დაფიქსირდა განმეორებითი დეტონაციები და ხანძარი“, — აცხადებს უკრაინული მხარე.

სამხედრო-საზღვაო ძალებმა განაცხადეს, რომ ინფორმაცია ზუსტდება. რუსულ მხარეს აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

უკრაინულ „ტელეგრამ-არხებზე“ გავრცელდა სატელიტური ფოტო აეროდრომიდან, რომელიც სარაკეტო თავდასხმის სამიზნე გახდა:

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიუკრაინამ განაცხადა, რომ რუსულ ბომბდამშენებს დაარტყა ვორონეჟის ოლქში მდებარე აეროდრომზე
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
უკრაინამ იერიში მიიტანა რუსეთში ორ ქარხანასა და აეროდრომზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები