ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

უკრაინამ რუსეთში, ადიღეს რესპუბლიკაში Су-35-სა და Су-34-ს დრონებით დაარტყა

უკრაინამ რუსეთში, ადიღეს რესპუბლიკაში მდებარე ხანსკაიას სამხედრო აეროდრომზე დრონებით მიიტანა იერიში და რუსულ ავიაგამანადგურებელ Су-35-ს და ბომბდამშენ Су-34-ს დაარტყა. იერიშის სამიზნე ასევე იყო საბრძოლო მასალის საწყობი.

უკრაინამ რუსეთში, ადიღეს რესპუბლიკაში Су-35-სა და Су-34-ს დრონებით დაარტყა
უკრაინამ რუსეთში, ადიღეს რესპუბლიკაში Су-35-სა და Су-34-ს დრონებით დაარტყატაბულა

უკრაინამ რუსეთში, ადიღეს რესპუბლიკაში მდებარე "ხანსკაიას" სამხედრო აეროდრომზე რუსულ ავიაგამანადგურებელ Су-35-სა და ბომბდამშენ Су-34-ს დრონებით დაარტყა.

ამასთან, იერიშის სამიზნე ავიადრომთან მდებარე საბრძოლო მასალის საწყობიც იყო.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური (СБУ) აღნიშნავს, რომ დრონებმა სამიზნეებამდე მისაღწევად დაახლოებით 500 კილომეტრი გაიარეს.

СБУ-ს განცხადებაში ხაზგასმულია, რომ Су-35 რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე საბრძოლო თვითმფრინავად მიიჩნევა - უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, მის საექსპორტო ღირებულება დაახლოებით $100 მილიონს შეადგენს. ამასთან, СБУ აღნიშნავს, რომ Су-34-ს ღირებულება დაახლოებით $50 მილიონია და მას "რუსული ტაქტიკური ავიაციის საკვანძო თვითმფრინავს" უწოდებს.

"ორივე თვითმფრინავს მართვადი ავიაბომბების ტარება შეუძლია, რომლებსაც მტერი ფრონტის ხაზზე და უკრაინის ქალაქების წინააღმდეგ მასობრივად იყენებს

СБУ რუსულ სამხედრო ობიექტებზე სისტემატურად მუშაობს, თანმიმდევრულად ამცირებს მის უნარს, აწარმოოს ომი უკრაინის წინააღმდეგ. უკრაინის ქალაქებზე, სამოქალაქო და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მტრული თავდასხმები უპასუხოდ არ დარჩება". - წერია СБУ-ს განცხადებაში.

მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.