პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

უკრაინამ იერიში მიიტანა რუსეთში ორ ქარხანასა და აეროდრომზე

უკრაინის გენშტაბის განცხადებით, თავდაცვის ძალებმა იერიში მიიტანეს რუსეთში მდებარე ორ ქარხანასა და ეისკის აეროდრომზე, მათ შორის დააზიანეს საწარმო „პროტონ-ელექტროტექსი“.

უკრაინამ იერიში მიიტანა რუსეთში ორ ქარხანასა და აეროდრომზე
ნეტგაზეთი

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, 23 ოქტომბერს და 24 ოქტომბრის ღამეს თავდაცვის ძალებმა იერიში მიიტანეს რუსულ კომბინატ „ტოლიატტიკაუჩუკზე“ (სამარას ოლქი), საწარმო „პროტონ-ელექტროტექსზე“(ორიოლის ოლქი), ასევე თვითმფრინავზე „ეისკის“ აეროდრომზე (კრასნოდარის მხარე).

საწარმო ქალაქ ორელში მდებარეობს. უკრაინის გენშტაბი აცხადებს, სააქციო საზოგადოება „პროტონ-ელექტროტექსის“ მთავარი საწარმოო კორპუსის დაზიანდა. მათივე განცხადებით, საწარმო აწარმოებს კომპონენტებს ფრთოსანი რაკეტებისთვის C-71 „კოვერი“, ბალისტიკური რაკეტებისთვის „ისკანდერ-მ“ და მონაწილეობს საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „პანცირ-C1“-ის წარმოებაში.

რაც შეეხება „ტოლიატტიკაუჩუკს“ – გენშტაბი ამბობს, რომ კომბინატი აწარმოებს სინთეზურ კაუჩუკებს და სხვა პროდუქციას, რომლებიც გამოიყენება, სხვა საკითხებთან ერთად, მყარი სარაკეტო საწვავის წარმოებაში.

გენშტაბი ამბობს, რომ აეროდრომზე დარტყმის შედეგად მიყენებული ზარალი ზუსტდება.

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
უკრაინის გენშტაბმა დაადასტურა თავდასხმა რუსეთის ქალაქ ენგელსში მდებარე სამხედრო საწარმოზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები