,,მამუკა მდინარაძეს, თიკა რუხაძეს და მოგვიანებით კალაძეს, დაიჭერენ” – ნიკა გვარამია
„ახალის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამიას მტკიცებით, მამუკა მდინარაძეს, თიკა რუხაძეს და მოგვიანებით კახა კალაძეს აუცილებლად დაიჭერენ, რადგან მისი შეფასებით, „ასეთი სერიები ვინმეს გარეთ დატოვებით არ მთავრდება“.

,,ახალის” დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ “რეაქციაში” სტუმრობისას განაცხადა:
,,მამუკა მდინარეძეს, ისევე როგორც თიკა რუხაძეს აუცილებად დაიჭერენ, ისევე როგორც მოგვიანებით -კახა კალაძეს. ასეთი სერიები ვინმეს გარეთ დატოვებით არ მთავრდება. ასე ინგრევა რეჟიმები და რომ ვლაპარაკობთ, რომ სისტემა ისევ ისეთი არის როგორიც ადრე, როგორ არის სისტემა ისევ ისეთი? – არარავინ აღარ დარჩა გარეთ, სისაც თუნდაც ჯერ კიდევ ერთი წლის წინ იცნობდით. არც კრიმინალი აღარ არის გარეთ, არც სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი, ახლა მეორეს მიაყოლებენ. მესამე- ანრი რაღაცაშვილი საერთოდ სად არის კაცმა არ იცის”
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.