ალექსანდრე რაქვიაშვილი: ჩუმად და დაჩქარებულად იღებენ თქვენი ფინანსების ტოტალური კონტროლის ინსტრუმენტს
შეგახსენებთ, რომ ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოცემის უფლება ეძლევა. პარლამენტი დაჩქარებული წესით “ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებებს იხილავს, რომლის ფარგლებშიც განისაზღვრება ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები ფიცრული ლარის დამზადების, ემისიისა და მიმოქცევის მიმართულებით.
პოლიტიკოსი ალექსანდრე რაქვიაშვილი:
ჩუმად და დაჩქარებულად იღებენ თქვენი ფინანსების ტოტალური კონტროლის ინსტრუმენტს. ჩინეთში მაღაზიაში რომ ვერ შედის ადამიანი, რომლის ქცევა მთავრობას არ მოსწონს, აი, ასეთი სისტემის მთავარ ნაწილს დაარქვეს "ციფრული ლარი" და მის მეშვეობით ფინანსურ გალიას გიმზადებენ. ცხადია, როგორც ყოველთვის, ისევ თქვენზე ზრუნვით.
შეგახსენებთ, რომ ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოცემის უფლება ეძლევა. პარლამენტი დაჩქარებული წესით “ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებებს იხილავს, რომლის ფარგლებშიც განისაზღვრება ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები ფიცრული ლარის დამზადების, ემისიისა და მიმოქცევის მიმართულებით.
პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით ციფრული ლარის სტატუსი განისაზღვრება - ფართოვდება ”ფულის ნიშნებისა“ და “ემისიის“ ცნებები და მასში ფულის ნიშნების ციფრული ფორმით გამოშვებაც აისახება.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…