პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ უცხო ქვეყნის მოქალაქეს 136 000 ლარის თაღლითურად დაუფლებისთვის ბრალდება წარუდგინა: გამოძიების ცნობით, იგი დაზარალებულს კომპანიის დისტრიბუტორად გაეცნო და გათბობის სისტემების შეძენა-მონტაჟის საბაბით ჩარიცხული თანხა მიისაკუთრა.

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დაზარალებულს გაეცნო, როგორც ერთ-ერთი კომპანიის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში და მას გათბობის სისტემების შეძენაზე, ასევე მონტაჟის მომსახურებაზე შეუთანხმდა, დაზარალებულს კომპანიის ანგარიშზე 136 000 ლარი ჩაარიცხინა, რაც სრულად მიისაკუთრა და პირადი მიზნებისთვის გამოიყენა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
- ალიამოტყუებით ჩაარიცხვინა 136 000-მდე ლარი და თანხა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა – დაკავებულია ერთი ადამიანი
- ინტერპრესნიუსიპროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
- რუსთავი 2პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…