პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მოტყუებით ჩაარიცხვინა 136 000-მდე ლარი და თანხა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა – დაკავებულია ერთი ადამიანი

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-მ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა. გამოძიების ცნობით, მან მოქალაქეს თავი უცხოური ფირმის დისტრიბუტორად გააცნო, გათბობის სისტემის შეძენის საბაბით 136 000-მდე ლარი ჩაარიცხინა და თანხა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა.

მოტყუებით ჩაარიცხვინა 136 000-მდე ლარი და თანხა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა – დაკავებულია ერთი ადამიანი
ალია

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა დაზარალებულს მოტყუებით ჩაარიცხინა 136 000-მდე ლარი და თანხა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დაზარალებულს ერთ-ერთი უცხოური ფირმის ოფიციალურ დისტრიბუტორად გაეცნო და მას გათბობის სიტემის სრული კომპლექტის შეძენაში დახმარების მიზნით დიდი ოდენობით თანხა ჩაარიცხინა, თუმცა შეთანხმება არ შეასრულა მოტყუებით დაეუფლა 136 000-მდე ლარს და თანხა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა.

პოლიციამ მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 3ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოდიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
  2. იმედინიუსისამთავრობოპროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
  4. რუსთავი 2სამთავრობოპროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები