დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საბათლოში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 27 წლის მამაკაცი ემსხვერპლა, ხოლო 35 წლის პირი მძიმე ტრავმებით თბილისში გადაიყვანეს.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 27 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ საბათლოში მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა სუფრაზე იმყოფებოდა, სახლში დაბრუნებისას კი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და საბათლოში მდებარე მემორიალის კედელს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად ერთი გარდაიცვალა,35 წლის მამაკაცმა კი, რომელიც ავტომობილში იმყოფებოდა მძიმე ტრავმები მიიღო.
ის თავდაპირველად დედოფლისწყაროს კლინიკაში მოათავსეს, თუმცა ჯანმრთელობის სირთულიდან გამომდინარე თბილისში გადაიყვანეს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…