ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

დედოფლისწყაროში ავარიის შედეგად 27 წლის კაცი გარდაიცვალა – მძიმედ დაშავდა ერთი პირი

დედოფლისწყაროში მომხდარი ავარიის შედეგად 27 წლის კაცი გარდაიცვალა, ხოლო ერთი პირი მძიმედ დაშავდა და თბილისში გადაიყვანეს. მიმდინარეობს გამოძიება.

დედოფლისწყაროში ავარიის შედეგად 27 წლის კაცი გარდაიცვალა – მძიმედ დაშავდა ერთი პირი
დედოფლისწყაროში ავარიის შედეგად 27 წლის კაცი გარდაიცვალა – მძიმედ დაშავდა ერთი პირიალია

დედოფლისწყაროში ავარიის შედეგად 27 წლის კაცი გარდაიცვალა – მძიმედ დაშავდა ერთი პირი. ინფორმაციას დედოფლისწყაროს ახალი ამბები ავრცელებს და წერს, რომ სომხეთში მცხოვრები, 1999 წელს დაბადებული ა.ო. მშობლიურ სოფელში თანაკლასელის შვილის სამხედრო სამსახურში გაცილების სუფრაზე სტუმრად იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, ღამით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ა.ო. ავტომობილით დიდი სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც სოფელში მდებარე მემორიალის კედელს შეეჯახა. მათივე ცნობით, ამავე მანქანაში იმყოფებოდა სოფლის მცხოვრები, 1991 წელს დაბადებული ე.ა. რომელიც ჯერ რაიონის კლინიკაში, შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს. შემთხვევასთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.