პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

1 200 000-მა კაცმა გვითხრა, წადით და გააკეთეთო და ვაკეთებთ - თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობალელოფედერალისტებიქართული ოცნება

საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ 88 დეპუტატის სარჩელის განხილვას იწყებს. უმრავლესობის დეპუტატ თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, მათ ამის გაკეთება 1 200 000-მა ამომრჩეველმა დაავალა და პროცესზე სამართლებრივი არგუმენტებით მიდიან.

1 200 000-მა კაცმა გვითხრა, წადით და გააკეთეთო და ვაკეთებთ - თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე
რუსთავი 2

მომდევნო კვირიდან საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის საკითხზე პირველ სხდომას გამართავს.

88 კანონმდებლის სარჩელს შვიდი მოსამართლე სამი დღის განმავლობაში განიხილავს. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად კი, სასამართლოს 9 თვე აქვს.

უმრავლესობა "ნაციონალური მოძრაობის," "ახალის," "ლელოს," "ფედერალისტებისა" და პარტია "საქართველოსთვის" კანონგარეშედ გამოცხადებას ითხოვს.

პარტიების ნაწილი სასამართლო პროცესებში მონაწილეობას გეგმავს, ნაწილი კი ბათუმში ჩასვლას არ აპირებს.

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, აღნიშნული საკითხი "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომელსაც ახლა ასრულებენ.

"წინასაარჩევნოდ ერთ-ერთი ჩვენი სლოგანი იყო, რომ აუცილებლად გამოვიყენებდით კონსტიტუციურ პროცედურას და შევეცდებოდით დაგვემტკიცებინა საკონსტიტუციო სასამართლოში, რომ ეს ორგანიზაციები არის არაკონსტიტუციური.

1 200 000-მა კაცმა გვითხრა, წადით და გააკეთეთო და ვაკეთებთ. მტკიცების ტვირთი მოსარჩელის მხარეზე, ამ შემთხვევაში ჩვენს მხარეს არის. ჩვენ უნდა ვამტკიცოთ მათი არაკონსტიტუციურობა.

საკონსტიტუციო სასამართლოში მიტინგის ჩასატარებლად და პოლიტიკური დეკლარირებისთვის არ მივდივართ. იქ მივდივართ სამართლებრივი არგუმენტებით. ოპონენტებსაც ვურჩევ სამართლებრივი არგუმენტებით დაგვხვდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან მარტივად წააგებენ", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. პირველი არხისამთავრობოთენგიზ შარმანაშვილი – საკონსტიტუციო სასამართლოში მიტინგის ჩასატარებლად არ მივდივართ, მივდივართ სამართლებრივი არგუმენტებით, ოპონენტებსაც ვურჩევ, სამართლებრივი არგუმენტებით დაგვხვდნენ
  2. რუსთავი 2სამთავრობოსაკონსტიტუციო სარჩელი პარტიების აკრძალვაზე - უმრავლესობის არგუმენტები და პოლიტიკური გამოხმაურებები
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„წინასაარჩევნოდ ერთ-ერთი ჩვენი სლოგანი იყო, რომ აუცილებლად გამოვიყენებდით კონსტიტუციურ პროცედურას და შევეცდებოდით დაგვემტკიცებინა საკონსტიტუციო სასამართლოში, რომ ეს ორგანიზაციები არის არაკონსტიტუციური. 1 200 000-მა კაცმა გვითხრა, წადით და გააკეთეთო და ვაკეთებთ. მტკიცების ტვირთი მოსარჩელის მხარეზე, ამ შემთხვევაში ჩვენს მხარეს არის. ჩვენ უნდა ვამტკიცოთ მათი არაკონსტიტუციურობა. საკონსტიტუციო სასამართლოში მიტინგის ჩასატარებლად და პოლიტიკური დეკლარირებისთვის არ მივდივართ. იქ მივდივართ სამართლებრივი არგუმენტებით. ოპონენტებსაც ვურჩევ სამართლებრივი არგუმენტებით დაგვხვდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან მარტივად წააგებენ“
თენგიზ შარმანაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ორი დღე საკონსტიტუციო მარათონის დაწყებამდე - პოლიტიკური პარტიების სასამართლო პროცესი იწყებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები