შარმანაშვილის თქმით, პროკურატურამ უნდა შეისწავლოს თინათინ რუხაძის მიმართ გაჟღერებული ბრალდებები
„ქართული ოცნების“ დეპუტატ თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, პროკურატურა ვალდებულია დავით ოქიტაშვილის ბრალდებების საფუძველზე შეისწავლოს კულტურის ყოფილი მინისტრის, თინათინ რუხაძის ქმედებები პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებთან დაკავშირებით.

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი და დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილი ამბობს, რომ დავით ოქიტაშვილის განცხადების საფუძველზე პროკურატურამ უნდა დაიწყოს მოკვლევა კულტურის ყოფილი მინისტრის, თინათინ რუხაძის მიმართულებით.
„მთავარია რა კითხვები ექნება საქართველოს პროკურატურას, იმიტომ, რომ ამ განცხადების შემდეგ საქართველოს პროკურატურა, აუცილებლად, სხვა შესაძლებლობას კანონმდებლობა არ იძლევა… იძულებული კი არა, ვალდებულიც არის, რომ შეამოწმოს. დაუძახოს ამ ოქიტაშვილსაც, ჰკითხოს, რა არგუმენტები გააჩნია მას. და თუ ეს არგუმენტები წონადი იქნება და კითხვები იქნება, საქართველოს პროკურატურა ქალბატონ რუხაძესაც ჰკითხავს ამას.
მდინარაძესაც, შარმანაშვილსაც, პეტრიაშვილსაც ყველას ჰკითხავს, თუ რამე საფუძველი იქნება და ასეც უნდა მოიქცეს. ასე რომ, დაველოდოთ სამართლებრივ პროცედურას. თუ ვინმეს გააჩნია რაიმე მასალა, რომელიც ვინმეს კანონდარღვევაზე, ან კიდევ უარესი, დანაშაულზე მეტყველებს, ეს ღიად არ უნდა დარჩეს. მე ამის მომხრე ვიქნები ყოველთვის, მათ შორის ჩემ თავზეც ვიქნებოდი, თუ ასეთი კითხვა ვინმეს ექნებოდა”, – აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.
საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი პროკურატურას საჯაროდ მიმართავს და მოუწოდებს შეისწავლოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის ხარჯებთან დაკავშირებული ინფორმაცია და კულტურის ყოფილი მინისტრის, თინათინ რუხაძის შესაძლო როლი ამა პროცესში.
“საჯაროდ მივმართავ საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, შეისწავლონ და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადონ პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების სრული ინფორმაცია. რა თანხები დაიხარჯა? ვის გადაერიცხა სახელმწიფო სახსრები? როგორ განხორციელდა შესყიდვები და რამდენად მიზნობრივი იყო თითოეული თეთრი? ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები? საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, როგორ და რა გადაწყვეტილებების საფუძველზე იხარჯებოდა სახელმწიფო ფული. მოვითხოვ, შესაბამისმა უწყებებმა შეისწავლონ თქვენი შესაძლო მონაწილეობა აღნიშნულ ფინანსურ გადაწყვეტილებებში”, — დაწერა ოქიტაშვილმა.
ოქიტაშვილმა თინათინ რუხაძის დამცველად “ქართულ ოცნებაში” მამუკა მდინარაძე დაასახელა და ისიც გააკრიტიკა.
„თუ არიან სუფთები, რატომ აქამდე არ პასუხობენ საზოგადოებას და ამხელა ბრალს რატომ ატარებენ ზურგით? როცა ადამიანთა ჯგუფს აბრალებენ ამხელა ცოდვას, მე გამოვაქვეყნებდი ხარჯთაღრიცხვას და ვიტყოდი, რომ აი, ჩამერიცხა 10 ლარი და ეს დავხარჯე ასე. ამას 5 წუთი სჭირდება. ჩვენს ქვეყანაში, უწმინდესიც რომ არ იყოს და რიგითი ადამიანი იყოს, მიცვალებულს რომ თანხას მოიპარავ, დასაჭერი კი არა, დასახვრეტი ხარ,“ — აცხადებს ოქიტაშვილი ტვ პირველთან.
კითხვაზე, ფიგურირებს თუ არა ამ საქმეში მამუკა მდინარაძე, ოქიტაშვილი პასუხობს, რომ რუხაძე სწორედ მისი რეკომენდაციით იყო დანიშნული და მდინარაძის სახელით მანიპულირებდა.
„მისი რეკომენდაციით იყო დანიშნული… მისი სახელით „ბლატაობდა“ და ამბობდა, „ფეხებს მომჭამთ ძირშიო“, „მამუს დავურეკავო“. აქედან გამომდინარე, დაველოდოთ გამოძიებას. მე არასოდეს დავმალულვარ, მზად ვარ მივიდე სადაც დამიბარებენ, პასუხი მაქვს ნებისმიერ კითხვაზე. ამას მარტო მე არ ვითხოვ, მთელი საქართველოს მოსახლეობა ითხოვს,“ — აღნიშნა დავით ოქიტაშვილმა.
ჯერჯერობით უცნობია, დაიწყო თუ არა საქართველოს პროკურატურამ ოფიციალური საგამოძიებო მოქმედებები აღნიშნულ პირთა გამოსაკითხად. რუხაძეს ბრალდებისთვის ჯერ არ უპასუხია.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ციტატები სტატიიდან
„მისი რეკომენდაციით იყო დანიშნული… მისი სახელით „ბლატაობდა“ და ამბობდა, „ფეხებს მომჭამთ ძირშიო“, „მამუს დავურეკავო“. აქედან გამომდინარე, დაველოდოთ გამოძიებას. მე არასოდეს დავმალულვარ, მზად ვარ მივიდე სადაც დამიბარებენ, პასუხი მაქვს ნებისმიერ კითხვაზე. ამას მარტო მე არ ვითხოვ, მთელი საქართველოს მოსახლეობა ითხოვს,“
„თუ არიან სუფთები, რატომ აქამდე არ პასუხობენ საზოგადოებას და ამხელა ბრალს რატომ ატარებენ ზურგით? როცა ადამიანთა ჯგუფს აბრალებენ ამხელა ცოდვას, მე გამოვაქვეყნებდი ხარჯთაღრიცხვას და ვიტყოდი, რომ აი, ჩამერიცხა 10 ლარი და ეს დავხარჯე ასე. ამას 5 წუთი სჭირდება. ჩვენს ქვეყანაში, უწმინდესიც რომ არ იყოს და რიგითი ადამიანი იყოს, მიცვალებულს რომ თანხას მოიპარავ, დასაჭერი კი არა, დასახვრეტი ხარ,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.