მაკა ბოჭორიშვილი ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ინდოელ კოლეგას, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარს შეხვდა. ჯაიშანკარის თქმით, ორ ქვეყანას შორის კავშირები ვაჭრობის, ტურიზმისა და განათლების სფეროებში ფართოვდება.

ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა. როგორც სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარი X-ზე წერს, საქართველო-ინდოეთს შორის კავშირები რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის, ვაჭრობის, ტურიზმისა და განათლების სფეროებში, ფართოვდება.
"მოხარული ვარ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრით. ჩვენი კავშირები, მათ შორის ვაჭრობის, ტურიზმისა და განათლების სფეროებში, ფართოვდება. განვიხილეთ თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება ბიზნესის, დაკავშირებადობის, კულტურისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების სფეროებში. ასევე ვისაუბრეთ რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე", - წერს სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარი სოციალურ ქსელ X-ში.
ციტატები სტატიიდან
„მოხარული ვარ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრით. ჩვენი კავშირები, მათ შორის ვაჭრობის, ტურიზმისა და განათლების სფეროებში, ფართოვდება. განვიხილეთ თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება ბიზნესის, დაკავშირებადობის, კულტურისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების სფეროებში. ასევე ვისაუბრეთ რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.