საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ქ. აბუ-დაბიში, საერთაშორისო კონფერენციის – Raisina Middle East ფარგლებში, ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, დოქტორ სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარს შეხვდა
მაკა ბოჭორიშვილი აბუ-დაბიში ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარს შეხვდა, სადაც მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლა განიხილეს.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ქ. აბუ-დაბიში, საერთაშორისო კონფერენციის – Raisina Middle East ფარგლებში, ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, დოქტორ სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ინდოეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და საქართველოს სატრანზიტო-ლოგისტიკური პოტენციალის სრულად გამოყენების მნიშვნელობას. აღინიშნა განათლებისა და ტურიზმის სფეროებში არსებული წარმატებული თანამშრომლობა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყნას შორის მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების გაცვლის აუცილებლობას.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…