ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს ვიცე-პრემიერი საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქალაქ აბუ-დაბიში, გამართულ კონფერენციაში მონაწილეობდა

საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა აბუ-დაბიში გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, სადაც ხაზი გაესვა საქართველოს როლს ევროპისა და აზიის დაკავშირებაში. ვიზიტის ფარგლებში ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა.

საქართველოს ვიცე-პრემიერი საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქალაქ აბუ-დაბიში, გამართულ კონფერენციაში მონაწილეობდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქალაქ აბუ-დაბიში, გამართულ კონფერენციაში მონაწილეობდაიმედინიუსი

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქალაქ აბუ-დაბიში, გამართულ კონფერენციაში „Raisina Middle East“, რომელიც არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების და ანალიტიკური კვლევითი ორგანიზაციის Observer Research Foundation-ის ორგანიზებით გაიმართა.

სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციის ფარგლებში განიხილეს რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის აქტუალური საკითხები, მათ შორის, გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები, ეკონომიკური ტენდენციები და ამ მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა დიალოგი კავკასიის დაკავშირების საკითხზე. ხაზი გაესვა საქართველოს სტრატეგიულ როლს ევროპისა და აზიის დაკავშირებადობის გაძლიერების პროცესში, ასევე, კავკასიის რეგიონის მზარდ მნიშვნელობას გლობალური მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიკაციისა და საერთაშორისო სატრანსპორტო კავშირების განვითარების თვალსაზრისით.

მინისტრმა, ასევე მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, თემაზე - „მდგრადობა, პარტნიორობა და მომავლის გზა“.

ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, შეიხ აბდულა ბინ ზაიედ ალ ნაჰიანთან და ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დოქტორ სუბრაჰმანიამ ჯაიშანკართან.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?