ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“ჩვენ რუსეთზე უფრო “მაგრები” ვართ” – ის, რაც პუტინმაც კი ვერ გაბედა საკუთარ ხალხთან

ქართული ოცნებასაკონსტიტუციო სასამართლო

სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის გამო „ქართული ოცნება“ ჰიტლერის გერმანიასა და მუსოლინის ფაშისტურ რეჟიმს შეადარა. პრეზიდენტის თქმით, ეს ხელისუფლების სისუსტის ნიშანია და ქვეყნის საერთაშორისო დისკრედიტაციას იწვევს, რადგან პარტიები ამ ფორმით რუსეთსაც არ აუკრძალავს.

“ჩვენ რუსეთზე უფრო “მაგრები” ვართ” – ის, რაც პუტინმაც კი ვერ გაბედა საკუთარ ხალხთან
“ჩვენ რუსეთზე უფრო “მაგრები” ვართ” – ის, რაც პუტინმაც კი ვერ გაბედა საკუთარ ხალხთანალია

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ოპოზიციური პარტიების გაუქმების მცდელობაზე საუბრისას, “ქართული ოცნება” ჰიტლერის გერმანიას და მუსოლინის ფაშისტურ რეჟიმს შეადარა და თქვა;

არაფერი არ ამართლებს ამას. თუ დავუბრუნდებით ისტორიას, რომელ ქვეყნებში იყო მიღებული ასეთი აკრძალვები, დავუბრუნდებით ჰიტლერის გერმანიას, მუსოლინის ფაშისტურ რეჟიმს, ბელარუსს, კიდევ რამდენიმე ქვეყანას. არაფერი ამაში ჩვენთვის სასიხარულო არ არის, რომ ამ სიაში ჩაიწერება საქართველო.

მე მაინტერესებს იმ ადამიანების მოსაზრებები, რომლებიც აქამდე მხარს უჭერდნენ “ქართულ ოცნებას” და შეიძლება მათაც გაუჩნდეთ უკვე კითხვები, თუ რა კატეგორიის ქვეყნებში ვიწერებით ასეთი გადაწყვეტილებების შემდეგ და რას ემსახურება ასეთი დისკრედიტაცია საქართველოსი. ეს თუ არის საქართველოს იმიჯის და იდენტობის გაძლიერება, როგორც ამას აცხადებენ (ოცნბეის” წევრები) როგორც თავიანთ მიზანს, მე ძალიან მიკვირს, რადგან ამით ძალიან ცუდად გამოვიყურებით მსოფლიოში. რუსეთმაც არ აკრძალა ამ ფორმით. რუსეთმა შეუზღუდა უფლებები, მაგრამ ამ ფორმით არ აუკრძალავს ოპოზიციური პარტიები… ასე რომ ჩვენ უფრო “მაგრები” ვართ.

არასოდეს არ არის ასეთი ახირება სიძლიერის ნიშანი, პირიქით, ეს ყოველთვის არის სისუსტის ნიშანი. სუსტები არიან. ცხოვრებაშიც ასეა, ვინც მუშტებით მოდის შენზე,, ის არ არის ძლიერი. ის არის სუსტი. მას სჭირდება რომ დაგიმტკიცოს მისი ძალა ან ლანძღვით ან ასეთი გააწყვეტილებით. ვის რას უმტკიცებენ ჩემთვის ცოტა ძნელი გასაგებია”, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვას იწყებს, რომელიც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს. სასამართლო სხდომები ბათუმში, 21, 22 და 23 ოქტომბერს, ზედიზედ არის ჩანიშნული. განხილვის დაჩქარებული გრაფიკი ევროკავშირის მხრიდან მწვავე კრიტიკას მოჰყვა.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?