ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მედია: ბულგარეთში Starlink-ის 11 ანტენა დაწვეს, რომლებსაც უკრაინა იყენებდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიასთან Starlink-ის 11 ანტენა განზრახ დაწვეს, რაშიც დეპუტატი ივაილო მირჩევი რუსეთის შესაძლო დივერსიას ხედავს და ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს უმოქმედობაში ადანაშაულებს.

მედია: ბულგარეთში Starlink-ის 11 ანტენა დაწვეს, რომლებსაც უკრაინა იყენებდა
მედია: ბულგარეთში Starlink-ის 11 ანტენა დაწვეს, რომლებსაც უკრაინა იყენებდაიმედინიუსი

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიის მახლობლად მდებარე დაცულ ობიექტზე Starlink-ის 17 ანტენიდან 11 განზრახ დაწვეს. ინფორმაციას ბულგარული მედია პარტია „დიახ, ბულგარეთის“ წევრზე, დეპუტატ ივაილო მირჩევზე დაყრდნობით ავრცელებს.

დეპუტატის თქმით, ინციდენტში ორი ნიღბიანი პირი მონაწილეობდა. მირჩევი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ბულგარეთის უსაფრთხოების სამსახურების ეფექტიანმუშაობას და შესაძლო დივერსიაში რუსეთის კავშირზე მიანიშნებს.

როგორც მედია იუწყება, ანტენები SpaceX-ის Starlink-ის საკომუნიკაციო სისტემას ეკუთვნის და თანამგზავრულ კავშირს უზრუნველყოფს. ამ სისტემას უკრაინაში მიმდინარე ომშიც იყენებენ.

მირჩევმა გააკრიტიკა ის ფაქტი, რომ ინციდენტის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ არ გავრცელებულა. მისი თქმით, მომხდარის შესახებ არც შინაგან საქმეთა სამინისტროს უცნობებია და არც მედიას გაუშუქებია.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ინციდენტის შესახებ არ განუცხადებია, მედიასაც არ გაუშუქებია. თითქოს ეს საერთოდ არ მომხდარა. სულ რამდენიმე დღის წინ, ეროვნული უსაფრთხოების საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე, სახელმწიფო ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელმა დამარწმუნა, რომ კონტრდაზვერვა რუსეთთან დაკავშირებული დივერსიული ქმედებების აღსაკვეთად აქტიურად მუშაობდა. როგორც ჩანს, ამას სათანადოდ ვერ ახერხებენ“, - დაწერა მირჩევმა Facebook-ზე.

დეპუტატმა ასევე იკითხა, გააფრთხილეს თუ არა ბულგარეთის ხელისუფლება პარტნიორმა უწყებებმა ობიექტზე შესაძლო თავდასხმის შესახებ, ჰქონდათ თუ არა ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს წინასწარი ინფორმაცია დაგეგმილი დივერსიის თაობაზე და რა ზომები მიიღეს მათ მის აღსაკვეთად. მირჩევმა ისიც იკითხა, ხომ არ დაგვიანდა პოლიციის ეკიპაჟების ადგილზე მისვლა.

მირჩევის განცხადებით, მან და მისმა კოლეგამ, ბოჟანოვმა, სახელმწიფო ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო შეკითხვებით მიმართეს. დეპუტატის თქმით, დამატებით ინფორმაციას ისინი პარლამენტში მეორე დღეს გაავრცელებენ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ინციდენტის შესახებ არ განუცხადებია, მედიასაც არ გაუშუქებია. თითქოს ეს საერთოდ არ მომხდარა. სულ რამდენიმე დღის წინ, ეროვნული უსაფრთხოების საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე, სახელმწიფო ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელმა დამარწმუნა, რომ კონტრდაზვერვა რუსეთთან დაკავშირებული დივერსიული ქმედებების აღსაკვეთად აქტიურად მუშაობდა. როგორც ჩანს, ამას სათანადოდ ვერ ახერხებენ“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?