მაკა ბოჭორიშვილი აბუ-დაბიში გამართულ კონფერენციაში მონაწილეობს
საქართველოს ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვია, სადაც კონფერენციაში „Raisina Middle East“ მონაწილეობს და ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვია, სადაც მონაწილეობს კონფერენციაში “Raisina Middle East”.
მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში თემაზე: “მდგრადობა, პარტნიორობა და მომავლის გზა: ყურის რეგიონის სტრატეგიული მომავალი.” ასევე, დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები.
ღონისძიებაზე მსოფლიო ლიდერები, დიპლომატები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები განიხილავენ რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის აქტუალურ საკითხებს, მათ შორის, გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებს, ეკონომიკურ ტენდენციებსა და ამ მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს.
“Raisina Middle East” არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების და ანალიტიკური კვლევითი ორგანიზაციის – Observer Research Foundation-ის ორგანიზებით იმართება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.